რატომ აგროვებდნენ ხელმოწერებს ახალციხის ციხის თანამშრომლები?
,,ახალციხის ციხის” თანამშრომლები, დირექტორად, მოვალეობის შემსრულებლის, ილია სიდამონიძის დანიშვნას ითხოვენ. ამ მიზეზით, ადმინისტრაციაში ხელმოწერებიც შეგროვდა და როგორც კომპლექსში ამბობენ, ახალციხის მერსაც მიუტანეს. ციხის ადმინისტრაცის თანამშრომლები ამბობენ, რომ აღარ სურთ, დირექტორის … Continue reading
მედიკოსებმა, გომაროში დამწვარი მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ შეძლეს
ადიგენის სოფელ გომაროში მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი მცირეწლოვანის გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. ნუგზარ ანთიძის შვილიშვილი 6 თებერვალს, დილით გარდაიცვალა. ბავშვი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში, მეოთხე ხარისხის დამწვრობით, 2 თებერვლიდან იმყოფებოდა. ხანძარი გომაროში 2 … Continue reading
საზოგადოებამ შეურაცხყოფისგან თავი არა კანონის შიშით, არამედ ერთმანეთის პატივისცემის გამო უნდა შეიკავოს – მამა ზურაბი
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს. ამ შემთხვევაში კანონდამრღვევი 300 ლარით დაჯარიმდება – ახალ კანონპროექტს სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები აფასებენ. “ყველა სოფელში ხომ გააკეთეს მეჩეთი, ახლა ხმა თუ … Continue reading
ახალგაზრდები ახალციხის პირველ პირებს შეხვდნენ
ახალციხეში არსებულ პრობლემებზე, ახალგაზრდებმა და ქალაქის პირველმა პირებმა, ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ღონისძიება ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს კითხვები, ძირითადად, ქალაქის პრობლემების შესახებ ჰქონდათ, … Continue reading
ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირი სნოუბორდში
ბაკურიანმა, ტრაგიკულად გარდაცვლილი სნოუბორდისტის, ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 70–მდე წამყვანმა სპორტსმენმა მიიღო. მესტიიდან, გუდაურიდან, თბილისიდან და ბაკურიანიდან ჩამოსული სნოუბორდისტები, ბიჭების ორ და გოგონების ერთ ასაკობრივ გუნდში გადანაწილდნენ. … Continue reading
ახალციხის #5 ბაგა–ბაღში, სასწავლო პროცესი აღდგა
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში, გათბობის სისტემის დაზიანების გამო ჩაშლილი სასწავლო პროცესი, განახლდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ,,მე–9 არხს” დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ხელოსნებმა პრობლემის აღმოფხვრა შეძლეს. ნანა … Continue reading
ახალციხის #5 საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში მისული აღსაზრდელები დღეს, 5 თებერვალს, უკან გააბრუნეს. აღმზრდელებმა მშობლებს განუმარტეს, რომ გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ სისტემა … Continue reading
პაატა ბურჭულაძემ ახალციხეში ოფისი გახსნა
„საქართველოს განვითარების ფონდი” ახალციხეში – ორგანიზაციის ოფისი პაატა ბურჭულაძემ, ფონდის დამფუძნებლებთან და წევრებთან ერთად გახსნა. აქ ადგილობრივებს ორგანიზაციაში გაწევრიანება და ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. ბურჭულაძემ, თანაგუნდელებთან ერთად, ქალაქში ფეხით … Continue reading
სახელმწიფო, რეგიონებისთვის, 165 მილიონ ლარს გამოყოფს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად 165 მილიონი ლარი გამოიყოფა. წელს ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, სასმელი წყლის სისტემები და საავტომობილო გზები მოწესრიგდება, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღები, სპორტული და კულტურული დაწესებულებები. საქართველოს … Continue reading
სახელმწიფო, რეგიონებში მაცხოვრებლებს, ძუძუს კიბოს პრეპარატს დაუფინანსებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატით “ჰერცეპტინის” რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულ კურსს 80%-ით დააფინანსებს. სამინისტრო ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე … Continue reading
გომაროში, ხანძრით დაზარალებულ ოჯახს, ადიგენის გამგეობა დაეხმარება
სოფელ გომაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადიგენის გამგეობა დაეხმარება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ანთაძეებს საშენ მასალას გამოუყოფს. ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და მოადგილე მინდია ჯელია, დაზარალებულებს პირადად შეხვდნენ … Continue reading
ახალი საბავშვო ბაღი ურაველში
სოფელ ურაველს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. შენობა 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ურაველს, ახალშენს, წყორძასა და ხეოთს მოემსახურება. აქ 12 ადგილობრივია დასაქმებული. დღემდე, სოფელში მხოლოდ ალტერნატიული ბაღი არსებობდა, სადაც ერთი … Continue reading



You must be logged in to post a comment.