ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაზე, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის თევზი. შედგა შესაბამისი აქტები.
მთვარის კრატერს აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი დაერქვა
მთვარის ერთ–ერთ კრატერს, აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის, ვიქტორ ჯაფიაშვილის სახელი მიენიჭა. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2015 წლის ოქტომბრის თვეში, 20–მდე ქართველმა და უცხოელმა ასტრონომმა კავშირის სპეციალური მიმართვა გაუგზავნა. … Continue reading
სამი ქვეყნის მინისტრმა, კარწახში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი მოინახულა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თბილისში გამართული სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მოინახულეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს, მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები და ინფრასტრუქტურა … Continue reading
მესხ მეფუტკრეებს სკები გადაეცათ
მესხ მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკები გადაეცათ. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების წევრებმა დღეს სამი ტიპის: ფინური წარმოების პოლესტიროლის, დადანისა და რუტისა 10 ჩარჩოანი სკები თანადაფინანსებით მიიღეს. ფერმერთა ხელშეწყობის ინიციატივა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების … Continue reading
ბიზნეს იდეების დაფინანსების შესახებ მეწარმეებმა ინფორმაცია მიიღეს
,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ მეორე რაუნდში ჩართვის მსურველთათვის, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად ფინსანსური მხარდაჭერა სჭირდებათ, პროგრამაში ჩართვის გზები, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა … Continue reading
ძლიერი ქარის გამო, ადიგენის 3 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ადიგენის მუნიციპალიტეტის 3 000 აბონენტს, ელექტროენერგია მეორე დღეა არ მიეწოდება. ,,ენერგო–პრო ჯორჯიაში” ამის მიზეზად, ძლიერ ქარს ასახელებენ. სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ერთ–ერთ ფიდერზე საკმაოდ … Continue reading
ახალციხეში ტყის კოდექსის ახალი კანონპროექტი განიხილეს
2017 წლის 1 იანვრიდან ტყიდან ფიჩხის გამოტანა აღარ აიკრძალება, აღდგება სატყეო მეურნეობები, ჩამოყალიბდება საკუთრების ახალი ფორმები, საძოვრებზე დაწესდება გადასახადი – ამ და სხვა საკითხებზე ახალციხის სატყეო სააგენტოში იმსჯელეს, სადაც ტყის … Continue reading
ახალციხის ციხის წინააღმდეგ, ყოფილმა თანამშრომელმა, სასამართლოში საქმე მოიგო
ახალციხის ციხის წინააღმდეგ, ყოფილმა თანამშრომელმა, სასამართლოში საქმე მოიგო. ჯუნა ნათენაძის სარჩელი, მოსამართლე გია ბერაიამ სრულად დააკმაყოფილა. პროცესი დღეს, 18 თებერვალს გაიმართა. მოსარჩელე მხარე, გათავისუფლების შესახებ, ახალციხის ციხის #216 ბრძანების ნაწილობრივ … Continue reading
,,დიალოგი” – საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში (სომხურენოვანი ტიტრებით)
რა შეიცვლება საქართველოსთვის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ნატოსთან დაახლოების შემთხვევაში. საქართველო, ბოლო წლებია, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, დასავლეთთან ინტეგრაციის საშუალებით ცდილობს.
მიხეილ გიორგაძე ბორჯომში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრება
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბორჯომში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციას დაესწრება. შეხვედრა გამგეობის სხდომათა დარბაზში 18 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას უწყების პირველ პირთან ერთად მინისტრის მოადგილე ლევან … Continue reading
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასმელი წყალი შემოწმდა
ახალციხისც #1, #4 და #6 საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებმა, სასმელი წყლის შემოწმების მოთხოვნით, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს მიმართეს. მიმდინარე წლის 9 თებერვალს ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა წყლის ნიმუშები სამივე ბაღში აიღეს და … Continue reading
ახალციხეში მირქმის დღესასწაული აღნიშნეს
15 თებერვარვალს ქრისტიანულმა ეკლესიამ მირქმის საუფლო დღესასწაული იზეიმა. ეს დღე აღინიშნა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც, სადაც საზეიმო წირვა დეკონოზმა სტეფანემ და მღვდელმსახურმა გიორგიმ აღავლინეს.წირვის დასასრულს ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გიორგიმ … Continue reading



You must be logged in to post a comment.