”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის თემში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

საგაზაფხულო სამუშაოები და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა – ახალციხის მუნიციპალიტეტში მიწის დამუშავება დაიწყო. ფერმერები ამბობენ, რომ გაზაფხულზე ტექნიკა საკმარისია, რადგან სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  მიწის ნაკვეთები შემოდგომით დაამუშავა.

,,მსოფლიო ქალთა ისტორიები” – რეგიონული კონფერენცია ახალციხეში

ახალციხეში, 16 მარტს, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, რეგიონული კონფერნეცია ჩატარდა, რომლის თემაც, ,,მსოფლიო ქალთა ისტორიები’’  იყო. ახალგაზრდებმა პრეზენტაციები იმ ქალებზე მოამზადეს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. კონფერენციის მონაწილეებმა, ქალისა … Continue reading

ფოტო-კონკურსში ,,ჩემი სოფელი“ ნელი გაჩეჩილაძის ფოტომ გაიმარჯვა

ახალციხის გამგეობის მიერ გამოცხადებული ფოტო-კონკურსი ,,ჩემი სოფელი“ დასრულდა. დღეს, 15 მარტს,  7 კაციანმა კომისიამ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსზე 19 ფოტო იყო წარდგენილი. მათგან საუკეთესოს ტიტული სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ნელი გაჩეჩილაძის ფოტომ … Continue reading

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – საქმის განხილვა დასრულდა

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – საქმის განხილვა დასრულდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე,  მოწმედ ,,მე–9 არხის“ გადაცემა ,,დიალოგის“ წამყვანი რუსუდან გვარამაძე დაიკითხა. ჟურნალისტმა, მოსამართლისა და ადვოკატების მიერ,  10 დეკემბრის გადაცემის გარშემო დასმულ … Continue reading

სოფელ რუსთავში ბრუცელოზით დაავადებულ ადამიანთა და ცხოველთა რიცხვი იზრდება

სოფელ რუსთავში ბრუცელოზით დაავადებულ ადამიანთა და ცხოველთა რიცხვი იზრდება. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით, ათი წელია, რაც დაავადებამ საქონელში თავი იჩინა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბრუცელოზის … Continue reading

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა.  ამ დღეს 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს იხსენებენ. 23 წლის წინ, როდესაც მოწინააღმდეგემ, მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია, როდესაც რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები ხმელეთიდან შეტევას ახორციელებდნენ … Continue reading

,,თუ ბრალს არ ვაღიარებდი, ჰეროინის გაკეთებით მემუქრებოდნენ“ – ბრალდებული

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალქალაქში მომხდარ სარქის აკოფიანის მკვლელობის შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდებულები – ნალბანდიანი, იგიტიანი და კარაპეტიანი დაიკითხნენ და დაკავების დროს ცემის  ფაქტებზე ისაუბრეს. ბრალდებულების თქმით,  დაკავების ოქმებზე ხელი  მათ არ … Continue reading

“დიალოგი” – სამცხე–ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი  პუნქტი ტურიზმს ეხება. დოკუმენტში წერია, რომ მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის განვითარებაზე, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებასა და ამ სფეროში ადამიანური რესურსების მომზადებაზე.  რა პოტერნციალი აქვს სამცხე–ჯავახეთს ამ მიმართულებით და … Continue reading

სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ კლდესთან, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 70 წლამდე მამაკაცი ტ.ლ. მსუბუქი მარკის ავტომობილით სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გარდაცვლილია მძღოლი. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა. … Continue reading

მართლმადიდებელი მრევლი დიდმარხვისთვის ემზადება

14 მარტს მართლმადიდებლური  ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ერთ-ერთი და ყველაზე ხანგრძლივი მარხვა იწყება. მრევლი 40 დღის განმავლობაში ლოცვითა და მარხვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისთვის ემზადება. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში … Continue reading

ოთარ დანელიამ ახალციხეში სეს–ის რეგიონული სამმართველო და ლაბორატორია მოინახულა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოინახულა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა … Continue reading

ადიგენში “ეტალონ–მოსწავლე” თამარ ათოშვილი გახდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში “ეტალონ მოსწავლე” გამოვლინდა.  სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულის ტიტული ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლემ თამარ ათოშვილმა მიიღო.  მან სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ქულები დააგროვა. “ეტალონ–მოსწავლე” ადიგენის გამგეობამ 500 ლარით დააჯილდოვა. მეორე და მესამე ადგილზე გასული … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე