”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის პარტნიორ საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა. ახალციხის ცენტრალურ პარკშიკერძო სკოლა … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯება

სამცხე–ჯავახეთში სამელიორაციო სისტემის აღდგენა–რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს, რვა მილიონი ლარი დაიხარჯება – აღნიშნულის შესახებ, შპს „საქართველოს მელიორაციიის“ რეგიონულმა დირექტორმა ახალციხეში ვიზიტისას განაცხადა. ვახტანგ გარდაფხაძის ინფორმაციით, წელს მწყობრიდან გამოსული სატუმბი–სადგურების აღდგენა და … Continue reading

კათოლიკურმა და სომხურმა ეკლესიებმა ბზობის დღესასწაული აღნიშნეს

20 მარტს, კათოლიკურმა და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული – იერუსალიმში, მაცხოვრის დიდებით შებრძანება იზეიმეს. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტიურგია აღესრულა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში, ტრადიციისამებრ, მრევლს … Continue reading

თბილისში 19 წლის ახალციხელი მამაკაცი გარდაიცვალა

    შემთხვევა გუშინ, 18 მარტს, თბილისში, გვიან ღამით მოხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ო.მ–ს მშობლიურ ქალაქში დღესვე გადმოასვენებენ. ვრცელდება გარდაცვალების რამდენიმე ვერსია. ახლობლების … Continue reading

გურამ ფარცახაშვლის საქმის განხილვა, სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

სამშენებლო კომპანია „სამცხე XXI”–ს დირექტორის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. დღეს, 18 მარტს მეორე სხდომა გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს. გურამ ფარცახაშვილის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, მან მტკიცებულებად გამგეობის ყოფილი … Continue reading

პოეზიის საღამო ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

პოეზიის საღამო ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ღონისძიება გაზაფხულსა და  ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა  ბიბლიოთეკის აქტიურმა  მკითხველებმა, კულტურის სახლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდა პოეტებმა  მიიღეს. ღონისძიებას რეგიონის წარმატებული ქალები და სამოქალაქო … Continue reading

მუშების გაფიცვის გამო, ბორჯომის იუსტიციის სახლის მშენებლობა შეჩერდა

ბორჯომში, იუსტიციის სახლის მშენებლობა, ერთი კვირაა შეჩერდა. 70–მდე დასაქმებული იმის გამო გაიფიცა, რომ რამდენიმე თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. მუშები სამუშაოების დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ სამშენებლო კომპანია დავალიანებას, … Continue reading

19-20 მარტს “ბაკურიანობა” 2016 გაიმართება

19-20 მარტს “ბაკურიანობა” 2016 გაიმართება. მას ორგანიზებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი გაუწევს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. 19 მარტს სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს დიდველი, სადაც  გიგანტური სლალომი მოეწყობა. სლალომის … Continue reading

ევროპის თუ რუსეთის ბაზარი – მესხი ფერმერების არჩევანი

ანდრიაწმინდაში მცხოვრები გალინა ინასარიძე ათი წელია მესხურ ტენილ ყველს აწარმოებს.  მიაჩნია, რომ მის პროდუქტს ევროპის  ბაზარზე მოხვედრის დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ყველის ამ სახეობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გალინა ინასარიძისგან … Continue reading

მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპულ ბაზრებზე?

მესხური ღვინო, თუთის არაყი, კარტოფილი, ვაშლი, კომბოსტო, ტენილი ყველი, კალმახი, თაფლი,  –  ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ევროპულ ბაზარზე გატანაც  სამცხე–ჯავახეთს შეუძლია. ადგილობრივი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად მთავარი პირობა, … Continue reading

წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. უწყების ინფორმაციით, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) კმ94–კმ110), ყველა სახის … Continue reading

ადიგენში “ახალგაზრდული საკრებულო”–ს შეხვედრა გაიმართა

ადიგენში “ახალგაზრდული საკრებულო”–ს შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციების – „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ და „პოზიცია“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, სამუშაო გრაფიკისა და სამომავლო გეგმების შეჯერება მოხდა. შეხვედრას ახალგაზრდული საკრებულოს წევრებისა და … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე