”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 3 მარტს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20–დან 25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 512 303 ლარია. ტენდერში მონაწილეობა … Continue reading

რუმინელი ექსპერტის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციაში დაეხმარება

ევროინტეგრაციის პროცესზე ცნობიერების გაზრდა საქართველოში – თემაზე საჯარო ლექცია სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ახალციხეში გაიმართა. შეხვედრას რუმინული ორგანიზაციის – ,,ევროპული პოლიტიკის რუმინული ცენტრის“  დირექტორი უძღვებოდა. ჩიპრიან ჩიუკუმ … Continue reading

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

     2007 წელს, გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. თარიღს საქართველოში 2011 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოში,  2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 110 … Continue reading

ახალციხის ღია პირველობაზე მძლეოსნობაში 24 პრიზიორი გამოვლინდა

დღეს, პირველ აპრილს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. ტურნირში მონაწილეობა 12–დან 17 წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭემა მიიღეს, … Continue reading

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებთან ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო სკოლების უფროსკლასელები უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს გაეცნენ. უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრა სამოქალაქო თანასწორობისა და … Continue reading

ახალციხის მუნიციპალიტეტში საშტატო ერთეული იზრდება

ახალციხის გამგეობა შტატების გაზრდას გეგმავს. ამ დრომდე გამგეობის 15 წარმომადგენლიდან თანაშემწე მხოლოდ 5 მათგანს ჰყავდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ერთეულში დამხმარე 13 წარმომადგენელს ეყოლება. ორ სოფელში: საძელსა და ანდრიაწმინდაში მოსახლეობის სიმცირის … Continue reading

ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით, საავადმყოფოში ათობით ბავშვი მკურნალობს

ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება ბავშვებს ვეღარ იტევს. პალატებში ადგილი აღარ არის, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებაში, ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოთავსებულ ბავშვებს, მკურნალობას დერეფანში უტარებენ. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მომართვიანობა ახალციხის პირველი ბაგა–ბაღის … Continue reading

მაკა სუდაძე: „სოფლებში ის პრიორიტეტები შეირჩა, რომელიც მუნიციპალიტეტს ჰქონდა გეგმით გათვალისწინებული“

ხმაური ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების გაცნობას მოჰყვა. დეპუტატთა ნაწილი ირწმუნება, რომ სოფლებში პრობლემები მხოლოდ აღნიშნული პროგრამით გვარდება და ადგილობრივი ხელისუფლება სხვა თანხებს ტერიტორიული ერთეულებისთვის … Continue reading

“ფერმერის საათი” – ნიადაგში გავრცელებული დაავადებები და მასთან ბრძოლის გზები

ნიადაგის ტიპები, კულტურათა დაავადებების გამომწვევი მიზეზები და მისი თავიდან აცილების გზები – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთში? რამდენად სწორად ატარებენ ფერმერები აგრო–ღონისძიებებს? აუცილებელია თუ არა ნიადაგის გამოკვლევა? რა ჯდება მიწის ანალიზი და … Continue reading

ახალციხის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

    დაახლოებით, ორი საათია, რაც ქალაქ ახალციხის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. კომპანია “ინტერგაზის” დირექტორის თქმით, მიზეზი ავარიული გათიშვაა. ვასილ აბულაძე აღნიშნავს, რომ ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა, 9 აპრილის … Continue reading

1 აპრილს, მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა გაიმართება

ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი ჩემპიონატისთვის ემზადება. პირველ აპრილს, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ახალგაზრდები კროსში, ახალციხის ღია პირველობისთვის იასპარეზებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქის მძლეოსნობის კლუბის წევრები მიიღებენ.

საქართველოში პირველი “ეტალონ–სტუდენტი” სამცხე–ჯავახეთში გამოვლინდა

საქართველოში პირველი “ეტალონ–სტუდენტი” სამცხე–ჯავახეთში გამოვლინდა. ინტელექტუალური ჩემპიონატი  უნივესიტეტში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სტუდენტებმა ოთხივე ფაკულეტიდან მიიღეს. მონაწილეთა სიმრავლის გამო, ეტალონი ორ ეტაპად ჩატარდა. გამარჯვება სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ლაშა ზაზაძემ მოიპოვა. … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე