“წარმატებული ფერმერი” – მეფრინველეობის ფერმა სოფელ უდეში
სოფელ უდეში მცხოვრები გელაძეების ოჯახი მეფრინველეობით სამი წლის წინ დაინტერესდა და მეკვერცხული და მეხორცული ჯიშის ქათმების მოშენება გადაწყვიტა. შედეგად გელაძეებს ფერმაში დღეისათვის 300–მდე ფრთა ქათამი ჰყავთ.
„ტრადიციები და სტერეოტიპები“ – ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექცია „ტრადიციები და სტერეოტიპები’’ ჩატარდა. შეხვედრა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შედგა, რომელსაც სასწავლებლის ადმინისტრაციის წევრები და სტუდენტები დაესწრნენ. ლექციის დასრულების შემდეგ, ღონისძიება კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ანა … Continue reading
„საქართველოს განვითარების ფონდმა” მეშვიდე სკოლის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა
„საქართველოს განვითარების ფონდი“ ახალციხის მეშვიდე სკოლას ესტუმრა. ფონდის წევრებმა სპეციალური საგნმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წიგნები და სათამაშოები გადასცეს. როგორც რეგიონული ოფისის ახალგაზრდული მმართველობის უფროსი ედუარდ კიკნაძე აცხადებს, საზოგადოება მსგავსი სახის … Continue reading
არის თუ არა ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა – საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ახალციხეში
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს, რომელიც ქორწინებას და ოჯახის მცნებას განმარტავს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა, კანონპროექტთან დაკავშირებით, რეგიონის მოსახლეობის აზრი მოისმინეს. დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ცვლკილებების შეტანას მხარი დაუჭირა. არის თუ არა ოჯახი … Continue reading
როგორ გააგრძელებენ მუშაობას ,,რესპუბლიკელებისა” და ,,ეროვნული ფორუმის” წევრები თვითმმართველობებში
,,რესპუბლიკური პარტიისა“ და ,,ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილებას, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ინდივიდუალურად მიიღონ, ახალციხეში აფასებენ. ,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში უნდა დარჩენილიყო – ფიქრობს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის წევრი. თამარ … Continue reading
6 აპრილის “ფერმერის საათის” ანონსი
რა პრობლემებს აწყდებიან ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზებისას, როგორია მათი შემოსავლები და დანახარჯები, რამდენად უსაფრთხოა პროდუქტი, რომელიც ახალციხის ცენტრალურ ბაზარში იყიდება – „ფერმერის საათი“ მომდევნო გადაცემას სწორედ ამ თემაზე გთავაზობთ. … Continue reading
მედიატური ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, მედია ტური მოეწყო. ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები სკოლის მუშაობის სპეციფიკას, მიდინარე სასწავლო პროგრამებსა და მიმართულებებს ადგილზე გაეცნენ. ჟურნალისტები ტურის ფარგლებში სახელმწიფო ადმინისტრების სკოლის … Continue reading
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ცნობილია. მიმდინარე წელს ამომრჩევლები სასურველ პარტიას ხმას 8 ოქტომბერს მისცემენ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 5 აპრილს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია … Continue reading
ახალციხეში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას განიხილავენ
ახალციხეში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებაზე მსჯელობენ. არის თუ არა ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა? – ინიციატივას გედევან ფოფხაძე, მანანა კობახიძე და ვაჟა აზარაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილავენ. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, … Continue reading
“საუნივერსიტეტო ქრონიკები”
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გორის უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმი გააფორმა; რა არის ძალადობა – მიგრაციის ცენტრის საინფორმაციო კამპანია უნივერსიტეტში; საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან; მალხაზ ლომსაძის საჯარო ლექცია მოხის … Continue reading
ახალციხეში რეგიონული სასკოლო დებატების გამარჯვებული გამოვლინდა
„ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა გამართლებულია“ – თემაზე დღეს, 4 აპრილს კარლ პოპერის სტილის დებატატების რეგიონული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. მასში მონაწილეობა ახალციხისა და ადიგენის სასკოლო კლუბების მოსწავლეებმა მიიღეს. დებატების ორგანიზატორის … Continue reading
“დიალოგი” – ირაკლი ალასანია სამცხე–ჯავახეთში; სუიციდის გახშირებული შემთხვევები
,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ტურნე დაასრულეს. ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ბორჯომსა და ახალციხეში, მოსახლეობას ხვდებოდა. გახშირდა თუ არა სუიციდის შემთხვევები რეგიონში და როდის იღებს თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას ადამიანი – სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, ფსიქოლოგი და სასულიერო … Continue reading



You must be logged in to post a comment.