ბორჯომში „მემარცხენე ალიანსის“ ოფისი გაიხსნა
ბორჯომში პოლიტიკური გაერთიანება მემარცხენე ალიანსის ოფისი გაიხსნა. პარტიის ლიდერები ბორჯომელ მხარდამჭერებს შეხვდნენ, მათ ადგილობრივებს პრიორიტეტები და პარტიის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. შეხვედრის ბოლოს კი მათ შეკითხვებს უპასუხეს.
ახალციხეში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
ახალციხეში 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი მარკის ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა “იმედში” უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ დაშავებული კვლავ უგონოდ არის. აღენიშნება სხეულის მრავლობითი … Continue reading
მესხი ფერმერების ჩართულობა სასოფლო–სამეურნეო პროგრამებში
მესხი ფერმერები საკუთარი საქმიანობის გაფართოებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. ისინი ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობენ და დაფინანსების მოსაპოვებლად, შესაბამის პროექტებს წერენ. თუმცა მათ ნაწილი გარკვეული სირთულეების გამო, სასოფლო–სამეურნეო პროგრამებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ.
ახალციხის #1 ბაგა–ბაღში გათბობა 14 აპრილს ჩაირთვება
ახალციხის #1 ბაგა ბაღში გათბობა არ მუშაობს. დაწესებულებაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად, გაზის ცენტრალური გაყვანილობა დაზიანდა. თანამშრომლები იძულებული გახდნენ, ბავშვები ელექტრო გამათბობლებით გაეთბოთ, რამაც მრიცხველის დაზიანება გამოიწვია. აღსაზრდელების მშობლები აცხადებენ, რომ … Continue reading
სისხლის გაცემის საქველმოქმედო აქციას ახალციხის საჯარო მოხელეები შეუერთდნენ
,,გაიღე სისხლი გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ – ამ სახელწოდების აქცია იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულმა სისხლის ბანკმა ჩაატარა. მასში მონაწილეობა ახალციხის რესურს ცენტრის თანამშრომლებმა, ქალაქისა და თემის პედაგოგებმა, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს … Continue reading
ახალციხეში სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელი ცენტრი ,,სკენარ ჯორჯია“ გაიხსნა
27 წლის რუდიკ ირიციანმა, შვიდი წლის შემდეგ, პირველი ნაბიჯები გადადგა. მეთერთმეტე დღეა, სარეაბილიტაციო–გამაჯანსაღებელ ცენტრ ,,სკენარ ჯორჯიაში,“ სკენარ თერაპიის კურსებს გადის. მას ელექტროიმპულსებით მკურნალობენ, რაც თანდათან, პარალიზირებული კიდურის აღდგენას იწვევს. უბედურმა … Continue reading
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კლინიკა “იმედის” საქმიანობას იკვლევს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კლინიკა “იმედში” საგამოძიებო მოქმედებებს აწაროებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უწყება კერძო კომპანიაში დოკუმენტაციას სწავლობს. პირველადი შედეგების გასაჯაროვებას კი ახლო მომავალში აპირებენ.
ახალციხის მერიამ მესხი საზოგადო მოღვაწეები დაასაჩუქრა
ახალციხეში მესხი საზოგადო მოღვაწე ქალბატონებისთვის საღამო გაიმართა, სადაც სხვადასხვა პერიოდში ხელოვნების დარგში, პედაგოგიურ საქმიანობასა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქალბატონების დამსახურებები გაიხსენეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას მედიკო ჟღენტის, ცისანა ახვლედიანის, გალინა … Continue reading
13 აპრილის “ფერმერის საათის” ანონსი
აქტიური ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა – ეს არის “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემის თემა. ფერმერთა ნაწილი ცდილობს საკუთარი საქმიანობა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვით, ან არასამთავრობო ორგანზაციებთან ურთიერთობებით გააფართოვოს. რა პრობლემებს უგვარებს არასამთავრობო სექტორი … Continue reading
ჰაერის დაბინძურების კუთხით, ახალციხე ერთ–ერთ სუფთა ქალაქად დასახელდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ ზუგდიდი, თელავი და ახალციხე ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე სუფთა ქალაქებად დაასახელა. მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არის დაკავშირებული როგორც ტრანსპორტთან და მის გამონაბოლქვთან, ასევე … Continue reading
ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდი რეგიონული კონკურსის გამარჯვებულია
“მე და კონსტიტუცია” – ასე ჰქვია კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი “ჯეირანი” გახდა. იგი მონაწილეობას კონკურსის ფინალში მიიღებს, რომელიც მაისის თვეში თბილისში გაიმართება.
აწყურის ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
აწყურის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, 300 ეგზემპლარით შეივსო. ახალციხის მუნიციპალიტეტს, ძველი და ახალი გამოცემის წიგნები, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სარეზერვო ფონდიდან გადასცა. წიგნების უმეტესი ნაწილი მხატვრული ლიტერატურაა. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ახალციხის თემის … Continue reading



You must be logged in to post a comment.