შშმ პირთა მხარდასაჭერად, ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა
„თანადგომა შვილებს“ – ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს, 21 აპრილს ასოციაცია „ტოლერანტის“ ოფისში გაიმართა. ორგანიზაციაში, ძირითადად, ის მშობლები გაერთიანდნენ, რომელთა შვილებიც … Continue reading
“ახალქალაქის კარტოფილი” – პირველი ბრენდი ჯავახეთიდან
ახალქალაქის ისტორიაში პირველად საქპატენტმა ბრენდი „ახალქალაქის კარტფილი“ დააპატენდა, რომელიც სუპერმარკეტებში აქტიურად გაიყიდა. ასოციაციის პრეზიდენტმა „ფერმერის საათს“ ჯავახეთში უმასპინძლა. რეპორტაჟში ახალქალაქელი ფერმერის წარმატებების გარდა, ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის საქმიანობაცაა ასახული. საქართველოს წამყვან სუპერმარკეტებში ახალქალაქის … Continue reading
20 აპრილიდან მე–12 კლასელებს “არები”გაცდენად აღარ ჩაეთვლებათ
მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ,,არები“ 20 აპრილის შემდეგაც დაიწერება. უწყების განმარტებით ,,არები“ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში იწერება. თუმცა … Continue reading
აქტიური მოქალაქეობის შესახებ ტრენინგების ციკლი დაიწყო
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არასამთაავრობო ორგანიზაციამ ,,ნაბიჯი წარმატებისკენ“ და ,,მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ მოხალისეებმა ტრენინგების ციკლი დაიწყეს. პროექტი ახალციხის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორის მარიამ ღვამიჩავას თქმით, დღევანდელი ტრენინგი დასუფთავებას … Continue reading
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება შესაძალოა, სრულიად აიკრძალოს
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება შესაძალოა, სრულიად აიკრძალოს. აღნიშნულ პროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტრომ პროექტზე მუშაობა ნაწილობრივ დაასრულა და რეგულაციები მალე ამოქმედდება. კანონპროექტის მიხედვით, სამასპინძლო დაწესებულებები, სასტუმროები, … Continue reading
რეპატრირებული მესხების ნაწილი სკოლას ატესტატის გარეშე ამთავრებს
რეპატრირებულ მესხებს განათლების მიღების დროს პრობლემები ექმნებათ. მათ უმეტესობას მოქალაქეობა არ გააჩნია, რის გამოც ბავშვების სკოლებში დარეგისტრირება ვერ ხერხდება. სირთულეები ატესტატის მიღების პროცესსაც ახლავს. მამუკა ხუციშვილი ერთ–ერთი პირველია, რომელიც ისტორიულ … Continue reading
წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთზე მინდვრის დღე მოეწყო
მინდვრის დღე წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროგრამის წევრებმა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა ფერმერებმა, საველე პირობებში სერთიფიცირებული სათესლე მასალის უპირატესობასა და პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. სპეციალისტებმა … Continue reading
20 აპრილის “ფერმერის საათის” ანონსი
ფერმერების ხელშეწყობა და გარანტირებული ბაზრები – ეს არის “ფერმერის საათის” მომდევნო გადაცემის თემა. რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ჯავახეთში ასოციაცია “ახალქალაქის მეკარტოფილეობა” ფუნქციონირებს, რომელმაც დარგის განვითარებისთის, არაერთი კომპონენტი შექმნა. “ახალქალაქის მეკარტოფილეობა” … Continue reading
სოფელ უნწაში მგელმა საქონელი დაგლიჯა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს მგლები შეესია და საქონელი დაუგლიჯა. მტაცებელი ბოლოს წუხელ გამოჩნდა და მოსახლეს ერთი სული საქონელი შეუჭამა, ორი კი დაკბინა.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ადიგენის გამგებელთან ერთად სოფელ ენთელსა და დაბა ადიგენში საგზაო ინფარსტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სოფლების ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი სამ კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი, … Continue reading
წყალთბილაში საბავშო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სოფელ წყალთბილაში საბავშო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის თანახმად მოწესრიგდება შენობის შიდა ინტერიერი და ეზო. ხის კარ-ფანჯარა კი მეტალო პლასმასით შეიცვლება. ასევე, მოეწყობა სველი წერტილები. რომელი კომპანია შეასრულებს სამუშაოებს, … Continue reading
ჟურნალისტები მუსხში მარიამ ჟუჟუნაძის საქმიანობას გაეცნენ
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები, დამწყები და მოქმედი ჟურნალისტები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში ხალხური რეწვის ოსტატს მარიამ ჟუჟუნაძეს ესტუმრნენ. მათ სკოლა-მუზეუმი დაათვალიერეს და მასპინძლისგან მესხური ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. მარო ბაბომ, სტუმრებს … Continue reading



You must be logged in to post a comment.