ბორჯომში, კამათის დროს შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
მეუფე სერაფიმეს მრევლსა და მის მოწინააღმდეგეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისას, შუახნის მამაკაცი – გ.ხ. გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 22 იანვარს, ბორჯომის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში მოხდა.
ავარიის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ნინოწმინდელია
დედოფლისწყარო – სიღნაღი–თბილისის ავტომაგისტრალზე მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, რიგითი აკოპ სამველის ძე მალხასიანი, ნინოწმინდის მკვიდრი იყო.
სოფელ ფერსაში კლუბის შენობის სახურავი დაიწვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში კლუბის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო–სამაშველო სამსახურები, როგორც ახალციხიდან, ასევე ბორჯომიდან.
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 ადამიანი დაშავდა
ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შეედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა.
გურკელში დათვი ადგილობრივებს თავს დაესხა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელში დათვი ორ მამაკაცს თავს დაესხა. ორივე მათგანის მდგომარეობა, ამ დროისათვის, დამაკმაყოფილებელია.
დარიალის ხეობაში, წყალმა გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო
23 ივნისს 18:00 საათზე, დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ 134-კმ 135 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, … Continue reading
მდინარეში დაკარგული ზიკილიელი მამაკაცი, ერთთვიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
მდინარეში დაკარგული მამაკაცი, მაშველებმა ერთთვიანი ძებნის შემდეგ, 15 ივნისს, დვირი–ჭობისხევის მონაკვეთზე, კარიერთან ახლოს იპოვეს. 58 წლის ზიკილიელი მამაკაცი, მტკვარში 15 მაისს გადავარდა. მას შემდეგ, დაკარგულს სამაშველო სამსახური და თანასოფლელები, ყოველ … Continue reading
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებულია ავტომობილები. ძლიერი ქარი და წვიმა ახალციხეში, დაახლოებით 20:00 საათზე დაფიქსირდა. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის … Continue reading
მაშველები მამაკაცს ორი დღეა მდინარეში უშედეგოდ ეძებენ
მეორე დღეა მდინარეში მაშველები მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. 58 წლის ზიკილიიის მკვიდრი მტკვარში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადავარდა. ბორჯომიდან მომავალი ნივის მარკის ავტომობილის მძღოლმა სოფელ აწყურთან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. … Continue reading
მაშველებმა მდინარეში დაკარგული მამაკაცის ძებნა განაახლეს
მაშველებმა მდინარეში დაკრგული მამაკაცის ძებნა დილის ექვსი საათიდან განაახლეს. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამძებრო სამუშაოები კვლავ აწყური – “ჩითახევი ჰესის” მონაკვეთზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ … Continue reading
დაკარგული მამაკაცის ძებნას მაშველები დილიდან გააგრძელებენ
დაკარგული მამაკაცის ძებნას მაშველები მდინარეში ხვალ, 16 მაისს დილით გააგრძელებენ. ისინი 58 წლის ზიკილიის მკვიდრს დაღამებამდე აწყური – “ჩითახევი ჰესის” მონაკვეთზე უშედეგოდ ეძებდნენ. მამაკაცი აწყურში სლესის ციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მდინარეში გადავარდა. … Continue reading
მდინარეში გადავარდილი მამაკაცი ზიკილიის მკვიდრია
აწყურში, სლესის ციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 58 წლამდე მამაკაცი მდინარეში გადავარდა. იგი ზიკილიის მაცხოვრებელია. მაშველები მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი მგზავრი – ქალბატონი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა … Continue reading