”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ბაკურიანობა 2014″ სამთო–სათხილამურო კურორტზე

,,ბაკურიანობა 2014″ სამთო–სათხილამურო კურორტზე, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დატვირთული სამი დღე ზამთრის მიწურულს. რიგით 36 –ე ,,ბაკურიანობა” სამცხე–ჯავახეთში.

03/03/2014

ბაკურიანში სეზონი გაიხსნა

ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონი გასართობი ღონისძიებით გაიხსნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ბაკურიანის პარკის ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართა. მუსიკალური გაფორმების ფონზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მხიარული შეჯიბრებები, მათ შორის … Continue reading

26/12/2013

სლოვაკი ინვესტორები და ქართველი მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

სლოვაკი ინვესტორები ბორჯომის მუნიციპალიტეტით დაინტერესდნენ. დღეს ისინი საკურორტო ქალაქს ქართველ მინისტრებთან ერთად ესტუმრნენ.  მათ ლიკანში მდებარე  რომანოვების საგვარეულო რეზიდენცია დაათვალიერეს და სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს. ბორჯომის შემდეგ დელეგაციამ ბაკურიანში გადაინაცვლა, სადაც … Continue reading

08/11/2013

რას მალავს ჯავახეთის ზეგანი?

ტაბაწყურის ტბა, რომელიც ჯავახეთის ზეგანზეა განლაგებული ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ახალქალაქის ზონას ესაზღვრება. ტბის სილამაზიდან გამომდინარე ზაფხულობით, მას ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ზღვის დონიდან  დაახლოებით 2000 მეტრზე მდებარე ტბა წლის ნებისმიერ … Continue reading

17/07/2013

რატომ არ სტუმრობენ ტურისტები საფარას?

ტურისტული ინფრასტრუქტურა სამცხე–ჯავახეთში. რა მდგომარეობაშია ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზები და რამდენად კმაყოფილი რჩება რეგიონში ჩამოსული დამთვალიერებელი არსებული პირობებით.

10/07/2013

ტურისტები ბორჯომში სანატორიუმების სიმცირეს უჩივიან

ბორჯომში საზაფხულო ტურისტული სეზონი  დაიწყო. დამსვენებელთა პირველი ნაკადი კურორტმა  პირველი ივნისიდან მიიღო. სასტუმროების მეპატრონეები და საოჯახო სასტუმროების დიასახლისები  ამ დრომდე, ძირითადად, უცხოელ ვიზიტორებს მასპინძლობენ.

19/06/2013

აბასთუმანში ისტორიული შენობები ნგრევის პირასაა

აბასთუმნის მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მოითხოვს. კურორტზე არსებული შენობები, რომლებიც ,,წითელ წიგნშია” შეტანილი, ნგრევის პირასაა. დროთა განმავლობაში დაზიანდა ხის შენობების ფასადები, კედლები და სახურავი. ადგილობრივების თქმით, ყველა ისტორიულ სახლში წვიმის … Continue reading

11/06/2013

სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა

ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. საინფორმაციო ცენტრების მონაცემებით, ტურისტების რიცხვმა იმატა ახალციხის ციხეში. ბორჯომში კი გასულ წელთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა იანვრის შემდეგ 700-მდე ადამიანითაა გაზრდილი. რეგიონში ვიზიტორების … Continue reading

11/06/2013

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი სამსახური ყალიბდება

ტურიზმის განვითარების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი სამსახური ყალიბდება. ბესიკ ბლიაძის ინფომაციით, სამსახურს  პროფესიონალი პიროვნება უხელმძღვანელებს, რომელიც ტურისტების მოზიდვასა და დარგის პოპულარიზაციაზე იქნება ორიენტირებული. „ტურისტების მოზიდვის კუთხით, ჩვენ, ახალ სამსახურს … Continue reading

10/06/2013

ახალციხის ციხეში ინფო–ტური მოეწყო

ახალციხის ციხეში ტურისტების მოზიდვის მიზნით დღეს ინფო–ტური მოეწყო. განახლებული კომპლექსი საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების თვითმმართველობების წევრებმა დაათვალიერეს და ციხის ისტორიას გაეცნენ.

20/04/2013

ახალციხის ციხეში სასტუმრო გაიხსნა

კიდევ ერთი სასტუმრო ახალციხეში.  ისტორიული ციხის კომპლექსში ახალი სამ ვარსკვლავიანი სატუმრო „რაბათი ჯინო ველნეს“–ი გაიხსნა, რომელიც კომპანიების სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდისა“ და “ევროქომ ინვესთმენთ ჯორჯია”–ს ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. სასტუმრო 38 … Continue reading

13/04/2013

დაიწყება თუ არა ,,ახალციხის ციხეში” რეაბილიტაციის მეორე ეტაპი?

ახალციხის ციხე ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში მოექცა. ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილმა კომპლექსის მნიშვნელობასა და  მთავრობის მისდამი დამოკიდებულებაზე ისაუბრა. თუმცა პრეზიდენტს ჟურნალისტებთან, ახალციხის ისტორიული უბნის, რაბათის განვითარების მეორე … Continue reading

28/02/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე