პრობლემები სოფელ კლდეში
კლდის მოსახლეობა სოფელში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივები პირველ რიგში სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.
მოწმდება თუ არა ღორის ხორცი რეალიზაციამდე?
საიდან მარაგდება ახალციხის სავჭრო ცენტრი „ალფა მარკეტი” ღორის ხორცით და მოწმდება თუ არა მისი ვარგისიანობა – თემით “ექოს” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, რომელიც შეეცადა გაერკვია, რა ეტაპებს გადის ღორის ხორცი ცხოველის … Continue reading
ადგილობრივები რუსეთთან ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებზე
რუსეთის ბაზრის გახსნას ადგილობრივები იმედით ელოდებიან. გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის. ნაწილს კი მიაჩნია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მეგობრული ვერასოდეს იქნება.
ჯავახეთში პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ
პრეზიდენტის გადადგომისა და ადგილობრივი თვითმართველობის ცვლილების მოთხოვნით, ახალქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. დღეს, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და ერთი კვირის ვადაში ხელმძღვანელი პირების გადადგომა მოითხოვეს.
ღორების დაცემის დაუდგენელი მიზეზები
აგარისა და საყუნეთის მოსახლეობამ მტკვარში მკვდარი ღორები იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თემის გაერთიანების რწმუნებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თათბირზე გაავრცელა. საიდან აღმოჩნდა პირუტყვი მდინარეში, არის თუ არა დაავადების გავრცელების საფრთხე და … Continue reading
პრობლემები ვალეში და ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებები
ვალის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფთან საუბრისას ადგილობრივები იმ პრობლემებს ასახელებენ, რომელიც სასწრაფოდ მოსაგვარებელია.
სასოფლო–სამეურნეო ბარათები გლეხებს
საქართველოს მაშტაბით, სასოფლო–სამეურნეო ბარათების გაცემა, რომლითაც ფერმერებს მიწის დამუშავება შეეძლებათ, დღეიდან დაიწყო. მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ღირებულება სულ 180 მილიონია. დაიწყო თუ არა ეს პროცესი სამცხე ჯავახეთში და რა … Continue reading
პრობლემები სამცხე–ჯავახეთის ტყეებში
საკურორტო ტყეების მართვის სისტემა, არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები– ამ თემებზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. გარემოსდაცვით საკითხებსა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე კომპეტენტურმა პირებმა იმსჯელეს.
ვალეში ფერმერებს ტონობით კომბოსტო უფუჭდებათ
ვალეში ფერმერებს ტონობით კომბოსტო უფუჭდებათ. თებერვლის თვიდან კულტურა ლპობას იწყებს, ამიტომ მისი სასწრაფო რეალიზაციაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში გლეხები მნიშვნელოვნად იზარალებენ. მათი უმეტესობა უკვე მეორე წელია კომბოსტოს გაყიდვას ვერ ახერხებს და … Continue reading
რა პრობლემებს მოაგვარებს ახალი ორგანიზაცია ადიგენში?
,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისათვის“– ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც ადიგენში 7 თებერვალს ჩამოყალიბდა. 40–მდე ადგილობრივი ახალ ინიციატივას გაეცნო და მისი წესდების დამტკიცებას მხარი დაუჭირა. საზოგადოებრივი დარბაზის დამფუძნებელი პირების განმარტებით, ორგანიზაცია არასამეწარმეო, … Continue reading



You must be logged in to post a comment.