10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა
დღეს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს.
სკოლების უმეტესობაში ისევ შეშის ღუმელით თბებიან
სოფელ წნისის სკოლაში ღუმელი უამინდობის დროს არ ინთება. მასწავლებლები ამბობენ, რომ გათბობის ერთადერთი საშუალება ქარის დროს კვამლავს და იძულებულნი არიან, კლასი დაცალონ.
,,დიალოგი” – ქალი და ბიზნესი
როგორი გარემოა სამცხე–ჯავახეთში იმისთვის, რომ ქალმა საკუთარი საქმე წამოიწყოს. რა ბარიერები ხვდებათ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალები არიან.
სახალხო დამცველი მართლმადიდებელ მოსახლეობას სოფელ მოხეში ხვდება
უჩა ნანუაშვილი სოფელ მოხეშია. სახალხო დამცველი მიმდებარე თორმეტი სოფლის მართლმადიდებელ თემს ხვდება.
იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა
ირინა კაპანაძე ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან ერთად, პროდუქტზე გაზრდილ ფასებზე ჩივის. მის მსგავსად, ადგილობრივები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება სურსათსა და იმპორტირებულ პროდუქციაზე უკვე აისახა.
ახალციხის რამდენიმე ქუჩას, გაზი არ მიეწოდება
ქალაქ ახალციხეში ორბელიანის, მესხეთისა და ჯაყელის ქუჩის მაცხოვრებლებს, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
,,დიალოგი” – ჯანდაცვა და სოციალური საკითხები
რას გულისხმობს ჯანმრთელობის დაცვის უფლება; არის თუ არა სამედიცინო მომსახურება ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი.
ბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
ბოლაჯურში გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში 8 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ავტომობილს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. გოგონას ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
ხაშური-ახალციხე-ვალის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
თოვისა და ლიპყინულის გამო გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება.
“დიალოგი” –გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია საქართველოში
საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ორკვირიანი კამპანია მიმდინარეობს, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გასტანს.



You must be logged in to post a comment.