ბორჯომში, ხიდიდან ქალი გადახტა
ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან მოქალაქე მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევა დღეს, 23 დეკემბერს, დაახლოებით 9:00 საათზე მოხდა.
ბორჯომში, პოლიციელმა სავარაუდოდ თავი მოიკლა
ბორჯომელმა პოლიციელმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. ზურაბ ლომიძე ახალ უბანში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა, თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში, ოთხ პოზიციაზე, კონკურსი ტარდება
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ ოთხ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ამ დროისათვის, დასრულებულია პირველი ანუ საბუთების გადარჩევის ეტაპი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები იწყება
ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალი წლის შესახვედრად ემზადება.
ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. არსებულ პროექტს მხარი უმრავლესობის ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
,,დიალოგი” – ენერგოეფექტურობის დანერგვის ხელშეწყობა
საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტს – ,,ენერგოეფექტურობის დანერგვის ხელშეწყობა” ახორციელებს. მისი მიზანია, რომ მოსახლეობამ უფრო მეტი გაიგოს ენერგოეფექტურობის შესახებ.
,,დიალოგი” – ქალაქ ახალციხის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
ახალციხის მერიასა და საკრებულოში, მთავარი ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი, მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. (გადაცემის პირველი ნაწილი)
ლელა სარიშვილი – “ნიჭიერის” კონკურსანტი ბოლაჯურიდან
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრები ლელა სარიშვილი პროექტ “ნიჭიერში” მონაწილეობს. 19 წლის გოგონა ჟიურის წინაშე წყალზე ხატვით წარსდგა.
“საუნივერსიტეტო ქრონიკები”
საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო ლექცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის ომსა და სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფის ვიზიტი; პროფესორ დავით ბიძინაშვილის წიგნის „აუდიტის საფუძვლები“–ს პრეზენტაცია; პროფესორ დამანა მელიქიშვილის საჯარო … Continue reading
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, ახალციხეში საინფორმაციო კამპანია გამართეს
ომბუდსმენის აპარატი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საინფორმაციო კამპანიით გამოეხმაურა.
რამდენად მომგებიანია სამცხე–ჯავახეთის ფერმერებისთვის ხახვის მოყვანა – კვლევის შედეგები
რამდენად მომგებიანია სამცხე–ჯავახეთის ფერმერებისთვის ხახვის მოყვანა – აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული ეკონომიკური ანალიზის შედეგები გააცნეს სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო სექტორს ახალციხეში.
ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული
თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.



You must be logged in to post a comment.