სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული საკოორდინაციო ცენტრები გაუქმდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ზაალ ივანიძე თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა. იგი რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრს 2010 წლის აგვისტოს თვიდან ხელმძღვანელობდა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, … Continue reading
დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ადიგენს 35 000 ლარი ჩაერიცხა
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შდეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. აღნიშნულისთვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს 35 000 ლარი გადაურიცხა. ადიგენის გამგებლის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ტყუპები 2013“ საჭირო მასალას უახლოეს დღეებში მოიმარაგებს, … Continue reading
ქუჩების ნუმერაციის საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ
ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლებში ქუჩების ნუმერაცია და თოვლის გამო შექმნილი მდგომარეობა გზებზე – ეს და სხვა საკითხები დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე განიხილეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, სოფლებში მისასვლელი გზები მოწესრიგებულია. … Continue reading
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლიკანში დაჭრილი პოლიციელები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საავადმყოფოში 23 იანვარს ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელები მოინახულა. მინისტრი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაჭრილ სამართალდამცველებს მკურნალობა და ოპერაცია … Continue reading
მებაჟე ოფიცრებმა 6 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ნინოწმინდა“ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ბულგარეთის მოქალაქეების ს.ბ.პ.-ისა და გ.ვ.ა.-ის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, … Continue reading
ახალციხეში ნათლისღების დღესასწაული აღინიშნა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ისევე როგორც ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში, წირვა–ლოცვა ახალციხეშიც აღევლინა, რის შემდეგაც წყლი ეკურთხა. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ … Continue reading
სამცხე–ჯავახეთში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბორჯომში 5 ვარსკვლავიანი სასტურმრო გახსნა. ირაკლის ღარიბაშვილი ,,რიქსოს–ბორჯომის“ გახსნის ცერემონიალს მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ,,რიქსოსის“ 9 სართულზე 151 ნომერია განთავსებული. კომპლექსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და საკონფერენციო დარბაზებს, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს მოიცავს. ,,ეს მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ამ რეგიონისთვს, ვინაიდან ხელს … Continue reading



You must be logged in to post a comment.