ვალეში, 208 ოჯახს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება
ვალეში, სტალინის ქუჩის მაცხოვრებლებს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. 208 ადამიანს ცხოვრება ავარიულ შენობაში უწევს და ყოვლდღიურად საცხოვრებლის დანგრევას ელოდება. ისინი დახმარებისათვის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ, და მათგან საკითხით დაინტერესებას მოითხოვენ. ციცინო მიგრიაულის … Continue reading
ურაველში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
სოფელ ურაველში 40 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა 23 ნოემბერს, დაახლოებით, სამ საათზე მოხდა. ბ.მ. ჩამომხრჩვალი სახლთან ახლოს შვილმა გამთენიისას იპოვა. ურაველში სუიციდის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად სოციალურ პრობლემებს ასახელებენ. გარდაცვლილს … Continue reading
მკრტიჩ მოვსესიანი და ნანი დათაშვილი – წლის წარმატებული ფერმერები მესხეთში
აგრარული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ფერმერები, შპს და კოოპერატივები დააჯილდოვა. მათ შორის მოხვდა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მკრტჩ მოვსესიანი და ასპინძიდან ნანი დათაშვილი. მკრტიჩ მოვსესიანი … Continue reading
რესტორანში, სტუმრების გამასპინძლება, ადიგენის მუნიციპალიტეტს, 5 400 ლარი დაუჯდა
სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოწვეული სტუმრების გამასპინძლება, ადიგენის მუნიციპალიტეტს, 5 400 ლარი დაუჯდა – ინფორმაციას ვებ–გვერდი ,,ადიგენის ხმა” ავრცელებს. გამოქვეყნებულ აქტს, 11 ნოემბერსვე, ხელს აწერენ ინდ. მეწარმე გივი … Continue reading
23 ნოემბრის ,,ექოს” ანონსი
ვალეში, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას ამ დრომდე ელიან; კონფლიქტის ზონის სამ სოფელს რეგიონული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ; მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.
მართლმადიდებელი სამყარო, 23 ნოემბერს, გიორგობას აღნიშნავს
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა–ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში … Continue reading
„თანასწორობა ოჯახიდან იწყება“-აქცია ახალციხეში
„ადრეული ქორწინება ტვირთია“, „თანასწორობა ოჯახიდან იწყება“, „სახლი სადაც ძალადობას განიცდი სახლი არ არის“–ამ სახლწოდების სტენსილები, ახლციხელმა ახალგაზრდებმა, ქალაქის ქუჩებში განათავსებს. აქციის მიზანს,გენდერული საკითხების კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენდა. ღონისძოიება პროექტ “ერთად … Continue reading
წარმოადგენს თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ სამიზნეს საქართველო
პარიზში განხორციელებული ტერაქტებიდან ერთი კვირა გავიდა, თუმცა მოქალაქეები ქუჩაში მოძრაობას მაინც ერიდებიან. ახალციხელი გურამ გელაშვილი, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, 3 თვეა სწავლობს, ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტები გააფრთხილა, თავი შეიკავონ … Continue reading
გადატენილი იარაღის პირში ჩადება, მოგუდვის იმიტაცია და გინება-არტურ იგიტიანმა კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო
გადატენილი იარაღის პირში ჩადება და მუქარა, პოლიეთილენის პარკით მოგუდვის იმიტაცია და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა_დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა არტურ იგიტიანმა, დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი პირი ამოიცნო, რომელიც მისივე თქმით, სასურველი ჩვენების … Continue reading
ახალციხის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურება 200 ათასი ლარით იზრდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა, რამდენიმე დღეში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დოკუმენტის საჯარო განხილვას დაიწყბს. მანამდე კი თემის მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სურთ, … Continue reading
20 ნოემბრის ,,ექოს” ანონსი
ვალე გაზის მილებით 3 წელია დაქსელილია, თუმცა მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ,,სოკარის“ პასუხი მოსახლეობას; საქართველოში, სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა. საფრანგეთში კი, უსაფრთხოების გამო დაწესებული აკრძალვები არ მოხსნილა. რას უყვება ახალციხელი … Continue reading
„სამცხე XXI” დირექტორს პატიმრობა 8 წლით მიესაჯა
სამშენებლო კომპანია „სამცხე XXI” დირექტორს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, გურამ ფარცახაშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა … Continue reading



You must be logged in to post a comment.