ახალციხეში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში ტანსაცმლის მაღაზია “საუკეთესო არჩევანი” გაქურდეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით წაღებულია მეპატრონე ნ.ლ–ს საფულე, რომელშიც 4 000 ლარზე მეტი თანხა იდო. შემთხვევა, 13 დეკემბერს დღის, 2-იდან ხუთ საათამდე მოხდა. ამ დროისათვის ტანსაცმლის … Continue reading
14 დეკემბრის ,,ექოს” ანონსი
როგორ იყოფა სამცხე–ჯავახეთი მაჟორიტარულ საარეჩევნო ოლქებად გადანაწილების კანონპროექტის მიხედვით; სამცხე–ჯავახეთის რეგიონს, ბუნებრივი აირი, ორი დღის განმავლობაში შეუწყდება; ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ კორესპონდენტის მიერ, ევროკავშირის საკითხზე მომზადებულმა სიუჟეტმა, კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
მესხეთში, ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნიკოლოზ ანთიძემ მოინახულა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, სამცხე-ჯავახეთში მდებარე ძეგლებზე, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ეტაპობრივი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა. იგი ვარძიას ეწვია და ძეგლზე … Continue reading
კარწახში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, 10 პირი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების … Continue reading
13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულისა და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული, პეტრე მოციქულის … Continue reading
12 დეკემბერი აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება და წმიდანს შემწეობას სთხოვენ. აბიბოს ნეკრესელი ერთი იმ “ასურელი მამათაგანია”, რომლებიც ქრისტიანობის … Continue reading
,,დიალოგი” – 10 დეკემბერი
ქალაქ ახალციხის მერიამ, საკრებულოს, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ჩასწორებული ვარიანტი დღეს, უკან დაუბრუნა. დეპუტატების რომელი რეკომენდაციები გაითვალისწინა და რა დაამატა მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ – გადაცემის თემა.
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში, გიორგი კოპაძის წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანა. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ახალციხის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან … Continue reading
,,პატიმრებს ბოთლზე სვამდი” – ბრალდებისთვის დეპუტატი ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივის
ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თოქ–შოუ „დიალოგში“ გაკეთებული განცხადების გამო, ჯიმშერ გოგოლაური ქალაქის მერს პროკურატურაში უჩივის. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, გადაცემაში გიორგი კოპაძემ, მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის … Continue reading
11 დეკემბრის ,,ექოს” ანონსი
თოქ–შოუ ,,დიალოგში” გაკეთებული განცხადების გამო, ჯიმშერ გოგოლაურს, ახალციხის მერის წინააღმდეგ, პროკურატურაში საჩივარი შეაქვს; ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესახლებულების პრობლემით, გედევან ფოფხაძე დაინტერესდა; მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
“ფერმერის საათი” – სასოფლო–სამეურნეო ბარათები
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიწების 90 % დამუშავებულია. ფერმერთა ნაწილმა სახნავ–სათესი ფართობები საკუთარი ხარჯებით, ნაწილმა კი პროგრამის ფარგლებში დაამუშავა. ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგრობარათები სოფელში დროულად დარიგდება, სახელმწიფო პროგრამით ბევრად … Continue reading
ერთი გარდაცვლილი, ორი მოწამლული – უბედური შემთხვევა ახალქალაქში
ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოიწამლა. უბედური შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში, 9 დეკემბერს მოხდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის თქმით, ორივე დაზარალებულს პირველადი დახმარება რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის … Continue reading



You must be logged in to post a comment.