”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“მეცხრე არხის” 2016 წლის საახალწლო კურიოზები – I ნაწილი

„მეცხრე არხის“ ობიექტივში მოხვდა კადრები, რომელსაც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ საახალწლო ეთერში გთავაზობთ. პოლიტიკოსების ხუმრობები და  კამერასთან დაშვებული შეცდომები – ყველასათვის საყვარელი კურიოზების პირველი ნაწილი “მეცხრე არხის” ეთერში.

,,დიალოგი“ – საზოგადოების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში (სომხური ტიტრებით)

ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. საკრებულოს სხდომას ადგილობრივები არ ესწრებოდნენ. თუმცა თვითმმართველობა ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში, მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული და მათი მოსაზრებებიც გათვალისწინებულია.

თიკო კურტანიძის შეცვლილი პროფესია

თიკო კურტანიძემ ,,ფერმერის საათი“–ს სტუდიიდან ახალციხის სავაჭრო ცენტრში გადაინაცვლა. თეთრი ხალათი მოირგო, ხორცის დახარისხებას შეეცადა და ცოტა ხნით ყასბის საქმიანობას შეუდგა.       

რუსუდან გვარამაძის შეცვლილი პროფესია

ჟურნალისტისა და ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორის საქმიანობა მცირედით ჰგავს ერთმანეთს. ორივე მათგანი თავის მოვალეობას დროისა და ამინდის მიუხედავად მაინც ასრულებს. ჩვენმა ჟურნალისტმა რუსუდან გვარამაძემ ერთი დღე ბენზინგასამართ სადგურზე გაატარა. სპეციალური უნიფორმა … Continue reading

“მეცხრე არხის” პატარა ჟურნალისტების ინტერვიუები პოლიტიკოსებთან

“მეცხრე არხის” პატარა ჟურნალისტებმა ადგილობრივი მთავრობის პირველ პირებთან ინტერვიუები ჩაწერეს. ანასტასია ტაბატაძისა და გიორგი ფაილოძის დებიუტი საახალწლო ეთერში.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის საახალწლო მილოცვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის საახალწლო მილოცვა

ახალციხის მერის საახალწლო მილოცვა

ნანა ინასარიძის შეცვლილი პროფესია

ნანა ინასარიძემ კიდევ ერთი სტერეოტიპი დაამსხვრია და ამჯერად ავტომანქანის ნაწილების შეკეთება და საბურავების ბალანსირება სცადა.

რაბათის კათოლიკური ტაძრის მღვდელმსახურის საახალწლო მილოცვა

 

ირაკლი ბახტურიძის შეცვლილი პროფესია

„ მეცხრე არხის“ ჟურნალისტმა პროფესია  შეიცვალა. ირაკლი ბახტურიძე ქუჩაში გავიდა და გამვლელებს ყოველდღიური მოხმარების ნივთები შესთავაზა. როგორ მოირგო მოვაჭრის როლი და რა თანხა დააგროვა ჩვენმა კორესპონდენტმა – ირაკლი ბახტურიძის დროებითი … Continue reading

,,დიალოგი” – ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” პროექტის შეჯამება

,,დემოკრატ მესხთა კავშირმა” პროექტი – “ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” დაასრულა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ანგარიში სამოქალაქო სექტორს უკვე წარუდგინა, ,,დიალოგიში” კი პროექტის შედეგებს უფრო ფართო საზოგადოებას გააცნობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე