ხერთვისელი კახა გელიაშვილი, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს
ხერთვისის მკვიდრი კახა გელიაშვილი პროკურატურას მიმართავს და მის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამბობს, რომ დაზარალებულია და ამის სამართლებრივად დამტკიცებას, 9 თვეა ცდილობს.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია დღეს, სურბ სარგისის დღესასწაულს აღნიშნავს
23 იანვარს, სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ქრისტიანობისთვის წამებული სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის – მარტიროსისა და მათი 14 თანამებრძოლის ხსენების დღეს აღნიშნავს. სომეხთა კათალიკოსის ინიციატივით, სარგის მხედართმთავრის დღესასწაული, ახალგაზრდების კურთხევის დღედაა გამოცხადებული. … Continue reading
როგორ ხვდებიან ვირუსების სეზონს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში
ახალციხის თემის გაერთიანების 12 ბაგა–ბაღში სასწავლო პროცესი 25 იანვრამდე გადაიდო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში, მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, შენობებისა და ინვენტარის დაქლორვა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მსგავსად, ვირუსების … Continue reading
ადიგენში, 5 000 აბონენტი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია დღეს, 11:00 საათიდან არ მიეწოდება. ,,ენერგო–პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დენის გათიშვის მიზეზად, გეგმიურ სამუშაოებს ასახელებენ. გიორგი ბალახაშვილის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება … Continue reading
რაბათის ისტორიულ აბანოს რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
რაბათში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული აბანოს გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. 6 ადამიანი კომპლექსს, ჩახერგილობისა და ნაშალისგან წმენდს. შენობის დიდი ნაწილი, მამაკაცთა და ქალთა აუზები და ოთახები მიწითაა ამოვსებული. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგის … Continue reading
,,ქართული ოცნება“ პროკურატურის გამოყენებით, რეპრესიებზე გადავიდა“ – ბორჯომის დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. გიორგი გიუაშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მისვლას, ბრიფინგის გამართვასა და ჟურნალისტებთან შეხვდრას აპირებდა, თუმცა როგორც ის ამბობს, დაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკეს … Continue reading
მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია – აქცია ახალციხეში
მოითხოვე და მიიღე გარემოსდაცვითი ინფორმაცია –ახალციხეში საინფორმაციო სახის აქცია გაიმართა. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის მოხალისეებმა, ორჰუსის კონვენციის შესახებ, საინფორმაციო სახის ბუკლეტები ქალაქის ცენტრალურ პარკში დაარიგეს. რა მდგომარეობაა ორჰუსის კონვენციის აღსრულების … Continue reading
მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე–ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე – ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, … Continue reading
მართლმადიდებლები ნათლისღებას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხება და მრევლს დაურიგდება. ამის შემდეგ, სასულიერო პირები და მორწმუნეები … Continue reading
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ერთ საათზე მეტია იღებს. ნათია მერანიშვილმა ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. პროკურორი ვალის ოსაძე ექვსივე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებულთაგან უფლებების დამცველი … Continue reading
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის. დღეს, 18 იანვარს, ჯუნა ნათენაძემ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მუზეუმის დარბაზის ყოფილ მეთვალყურეს მიაჩნია, რომ ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა. შესაბამისად, იგი ბრძანების ბათილად … Continue reading
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სოფელ ყვიბისის ტყისბუდესა და სოფელ მზეთამზეში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები. სამართალდამრღვევების ვინაობა … Continue reading



You must be logged in to post a comment.