”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ახალქალაქის ნაწილსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3460 აბონენტს … Continue reading

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ამერიკული დოლარის დეფიციტია

საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,50 თეთრს შეადგენს. ლარი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში რამდენიმე ერთეულით გაუფასურდა. … Continue reading

ახალციხის თემი სიმბოლოების შეცვლისთვის ემზადება

ახალციხის თემის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება დაამტკიცა. წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რამდენიმე დღეში შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და კონკურსს გამოცხადებენ. საკრებულოს სხდომაზე, … Continue reading

ეშტიის სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ

„პატარა და ლამაზი კუთხე“– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ნინოწმინდის სოფელ ეშტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ. ახალგაზრდები სხვადასხვა სუვენირის დამზადების წესს გაეცნენ და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს. ორი … Continue reading

ახალციხელი მოზარდები სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას გაეცნენ

როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, რა გზით არის შესაძლებელი მასთან დაკავშირება, რა საკითხებზე უნდა მიმართო აპარატს და რაზე მახვილდება ყურადღება?– ამ და სხვა მსგავს საკითხებზე არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ … Continue reading

ახალციხეში ნინოობა აღინიშნა

27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება მამა გიორგიმ აღასრულა. ქადაგებისას, მრევლს წმინდა ნინოს შესახებ ესაუბრა … Continue reading

სამცხე–ჯავახეთის 39 სკოლაში სწავლა შეწყდა

    გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით, საქართველოს 400–მდე სკოლებში სასწავლო პროცესი, 3 დღით შეწყდა. აქედან, 195 სასწავლო დაწესებულება, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიხურა. ამ მიზეზით, სწავლა … Continue reading

რა თანხა გაიცა სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში, პრემიისა და დანამატის სახით

     ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გასულ წელს, პრემიებსა და დანამატებში 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – … Continue reading

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი ადიგენის გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველმა პირებმა სოფელ ხარჯამში ხანძრის შედეგად დაზარალებული გოჩა მორჩიაშვილის საცხოვრებელი სახლი მოინახულეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზარალის დამთვლელი კომისიაც. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზიანის დადგენის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების გაწევის შესახებ … Continue reading

სამცხე–ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის პროექტი იწყება

სამცხე–ჯავახეთისა და შირაქის ოლქში ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის ახალი პროექტი იწყება. მისი პრეზენტაცია დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. პროექტის მიხედვით,  საზღვრისპირა რეგიონებში 20 ახალგაზრდა შეირჩევა, რომლებიც  საერთაშორის ბანაკის ფარგლებში, ორი … Continue reading

აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება

აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობენ. საპარტნიორო ფონდის ცნობით,  კომპანია „რედიქს ჯგუფთან“ ერთად,   4–ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160 ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, … Continue reading

ადიგენსა და ბორჯომში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში,  უკანონოდ მოქმედი სახერხი სააქმრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საამქროში არსებული მორი უკანონოდ იყო მოპოვებული. სახერხი–საამქრო დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს. გარემოსდაცვითი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე