”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პაატა ბურჭულაძემ ახალციხეში ოფისი გახსნა

„საქართველოს განვითარების ფონდი” ახალციხეში – ორგანიზაციის ოფისი პაატა ბურჭულაძემ, ფონდის დამფუძნებლებთან და წევრებთან ერთად გახსნა. აქ ადგილობრივებს ორგანიზაციაში გაწევრიანება და ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. ბურჭულაძემ, თანაგუნდელებთან ერთად, ქალაქში ფეხით … Continue reading

ახალი საბავშვო ბაღი ურაველში

სოფელ ურაველს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. შენობა 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის  ურაველს, ახალშენს, წყორძასა და ხეოთს მოემსახურება. აქ 12 ადგილობრივია დასაქმებული. დღემდე, სოფელში მხოლოდ ალტერნატიული ბაღი არსებობდა, სადაც ერთი … Continue reading

დიალოგი – რა პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე მესხეთიდან?

ვის შეუძლია ევროკავშირის ბაზრით სარგებლობა და რა არის საჭირო დასავლეთის ბაზრის დასაინტერესებლად?  – “დიალოგი” სომხურენოვანი თარგმანით.  

“დიალოგი” – რა პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე მესხეთიდან?

მესხი ფერმერები, პროდუქტს, ევროპის ქვეყნებში გასატანად ამზადებენ. დასავლეთის ბაზარი – ეს არის 500 მილიონი მოქალაქისგან შემდგარი, სტაბილური ბაზარი. საქართველოს კი ეძლევა შესაძლებლობა, რომ ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქტის … Continue reading

ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ადიგენში, ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სასამართლოს სხდომა, საქმის განხილვისათვის 24 მარტს ჩაინიშნა, სამართალდამცველებმა ვალის მკვიდრი ვიქტორ ლ. 30 იანვარს დააკავეს. იგი … Continue reading

2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში გაემგზავრნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები, დედებთან ერთად, მთის კურორტზე, ბაკურიანში ისვენებენ. დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს ბაკურიანში შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი … Continue reading

ადიგენში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 34 წლის მამაკაცია დაკავებული

ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული 34 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 … Continue reading

ადიგენში ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროში, ქალის დაყაჩაღებასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული,  სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც “მეცხრე არხს” შსს–ში განუმარტეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე ყაჩღობისა და 19–137–ე გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს. … Continue reading

დავით ლომიძე: ,,გასულ წელს, დეპუტატებს ამომრჩეველთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ“

,,გასულ წელს, დეპუტატებს ამომრჩეველთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ“ – ნათქვამია ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშში, რომელიც დავით ლომიძემ დღეს, საკრებულოში, 2016 წლის პირველ სხდომაზე წარადგინა. ერთი თვის არჩეულმა თავმჯდომარემ პირობა დადო, … Continue reading

რაბათის მაცხოვრებლები წყალმომარაგების კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

რაბათის დასახლების მაცხოვრებლებს მეოთხე დღეა წყალი არ მიეწოდებათ. ისინი სასმელ წყალს სხვადასხვა უბნიდან მთელი დღის განმავლობაში ეზიდებიან. ადგილობრივები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ,რომ არაერთი შეტყობინების მიუხედავად, კომპანიას პრობლემაზე … Continue reading

,,ეს იყო ჩვენი ხარვეზი” – ახალციხის მერია სტიპენდიებზე

მერის სტიპენდიანტები მათ ანგარიშზე დეკემბრის თვის 100 ლარის ჩარიცხვას ელოდებიან. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის – ,,ოპიზარის“ 12 სტუდენტმა  ოქტომბრისა და ნოემბრის სტიპენდია უკვე აიღო. თვითმმართველობა დაპირდა, რომ ამჯერად … Continue reading

მაღალმთიანობის სტატუსის მინიჭებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა

მაღალმთიანის სტატუსის მქონე დასახლებები სამცხე–ჯავახეთში და მასთან დაკავშირებული პრობლემები– სხვილისის მოსახლეობა სტატუსის მინიჭების გამო, სოფლის ორად გაყოფას აპროტესტებს. სხვილისის მოსახლეობა სოფლის ორად გაყოფას  აპროტესტებს. მაღალმთიანის სტატუსი ქვემო სხვილისს მიენიჭა, ზემო … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე