”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი მცირე ღონისძიებით აღნიშნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ მუზეუმში. ისტორიკოსებმა ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მე–6 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლეს და მესხი საზოგადო მოღვაწეების, მამა–შვილი … Continue reading

მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ დედებს, ოჯახის სიმტკიცის დღე მიულოცეს

ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღის აღნიშვნას, ახალციხის მერიაც შეუერთდა. ახალციხეში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ 30 დედას, ქალაქის მერმა საჩუქრად მცირე საოჯახო ტექნიკა და ტკბილეული გადასცა. მერიაში ამბობენ, რომ … Continue reading

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

17 მაისთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. ოჯახში სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დრეს თბილისში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მოეწყობა. “მეცხრე არხი” საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ა.წ. 17 მაისს, ოჯახის … Continue reading

,,დიალოგი” – პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა

თვეზე ნაკლები რჩება, როცა ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. გააქტიურდებიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები. რა ფუნქცია აქვთ მათ დღეს საქართველოში და რატომ მიდიან ახალგაზრდები პოლიტიკაში. 12 მაისი,  2016 წელი.

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, ყველა ტაძარში საზეიმო წირვა სრულდება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. … Continue reading

“ფერმერის საათი” – მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების წესები

სოფლის მაცხოვრებლებმა ჰერბიციდების გამოყენება უკვე დაიწყეს. ზოგიერთი ფერმერი ქიმიურ პრეპარატებს კვლავ სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი პესტიციდებს აქტიურად იყენებს. რატომ გახდა აუცილებელი პრეპარატების გამოყენება თანამედროვე სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში და იცავენ თუ არა ფერმერები დოზირების … Continue reading

ახალციხეში პირველი ფოტო–ვიდეო სტუდია გაიხსნა

ახალციხეში პირველი ფოტო–ვიდეო სტუდია  ,,S & S” გაიხსნა. სერგო ფიდანიანმა და სოსო ჩლაჩიშვილმა დაფინანსება პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“– ფარგლებში მოიპოვეს. მეპატრონეები მომხმარებელს ვიდეო კლიპების, სარეკლამო რგოლებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებას,  ასევე ადგილზე … Continue reading

წყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

წყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 430 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო. სარწყავი არხების გადაკვეთის ადგილებზე კი მილხიდები მოეწყო. წყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთი, წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული, … Continue reading

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება

      ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების გრაფიკი უკვე ცნობილია. განრიგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა. გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 21–ში დასრულდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტი სიმბოლოების შესარჩევად კონკურსს მეორედ გამოაცხადებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. საკრებულოს აპარატში განაცხადი არ შევიდა. გერბისა და დროშის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 1 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, გარდა კომისიაში შემავალი … Continue reading

“დიალოგი” – რუსი ტურისტები საბჭოთა კავშირის სიმბოლოებით

საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში და მათ შორის ახალციხეშიც რუსი ტურისტების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებსაც მანქანებზე რუსული სიმბოლოები ჰქონდათ დამაგრებული. მან ადგილობრივების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ტურისტებმა რუსული და საბჭოთა კავშირის სიმბოლოები მას … Continue reading

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მემორიალი ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის სამხარო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. მერიის კულტურის სამსახურმა ვეტარანებისთვის კონცერტი გამართა. 9 მაისის მემორიალთან მისვლა მხოლოდ 5–მა ვეტერანმა შეძლო. ჯანმრთელობის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე