17უბნის მონაცემებით გიორგი კოპაძე იმარჯვებს
N 37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში 17 უბნის მონაცემები შევიდა. 17–დან 16 უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ლიდერობს.
ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 56 % შეადგინა
20:00 საათზე N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ყველა უბანი დაიხურა. საოლქოს მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 08:00 საათისთვის დაახლოებით, 56 % შეადგინა.
საინფორმაციო გამოშვება “ექო” 17:30 საათზე
“მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვება “ექო” 17:30 საათზე.
მუგარეთის საარჩევნო უბნიდან პოლიციამ ამომრჩეველი ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანა
მუგარეთის საარჩევნო უბნიდან პოლიციამ ამომრჩეველი ნარკოლოგიურ განყოფილებაში შესამოწმებლად გადაიყვანა.
ვალეში საარჩევნო პროცესი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა
ვალეს #10 უბანზე, კენჭისყრის პროცედურები მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ხმის გამაძლიერებლიდან, ქალაქური სიმღერები ისმოდა.
,,იყო შეცდომები, რაც პირველი ტურის შედეგზე აისახა” – გიორგი კოპაძე
ჩემი ხმა საქართველოს მომავალს და გამარჯვებულ ძალას მივეცი – ეს განცხადება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.
ვაჟა ჩიტაშვილი: “ხმა მივეცი განსხვავებულ აზრს პარლამენტში”
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია ვალის მეცხრე უბანზე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოცხადდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა), “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), სახალხო მოძრაობა – “მრავალეროვანი საქართველო”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” ახალციხეში მომხდარ … Continue reading
“დიალოგი” – შშმ პირთა განათლებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები
საქართველოში ყველას აქვს სწავლის, დასაქმების უფლება, თუმცა საზოგადოებაში არიან მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ეს უფლება ეზღუდებათ. ესენი სპეციალური საჭიროების მქონე პირები არიან.
სასამართლო მედიაცია (R)
ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს შორის წარმოიშობა სხვადასხვა სახის დავები, რომელთა გადაჭრაც მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.
ქალი და მემკვიდრეობა (R)
ქართული კანონმდებლობა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, აღიარებს ქალისა და კაცის სრულ და უპირობო თანასწორობას.
შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს უპირისპირდება
“თავისუფალი დემოკრატების” რეგიონული კოორდინატორი “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს უპირისპირდება. შალვა გოგოლაძე ვაჟა ჩიტაშვილს ცხრა წლის წინანდელ ამბებს უხსენებს.



You must be logged in to post a comment.