როდის დაიწყება ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია?
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოშლილი სკამები, მწყობრიდან გამოსული სავარჯიშო ინვენტარი და დაზიანებული მწვანე საფარი–ასე გამოიყურება ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონი. მისი რეაბილიტაცია ევროსტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება. ტურნირი აგვისტოს თვეში ზესტაფონში ჩატარდება. მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით 16 გუნდი მიიღებს. სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პერზიდენტის თქმით, გოგონები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და შესაბამის … Continue reading
ახალციხელი მოსწავლეები ანაკლიის “მომავლის ბანაკში” გაემგზავრნენ
ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ანაკლიაში გაემგზავრნენ. „მომავლის ბანაკში“ ის ახალგაზრდები წავიდნენ, რომლებმაც სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ახალციხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის განმარტებით, … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში აწყურმა მოიპოვა
მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. აწყურის სტადიონზე ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა. ერთმანეთს წნისისა და აწყურის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაშის ძირითადი დრო, ფრედ 0:0 დასრულდა, რის გამოც პენალტების სერია დაინიშნა. საბოლოოდ, ანგარიშით … Continue reading
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები ჭიდაობით გაიხსნა
ახალციხის ციხეზე, ახალციხელობასთან დაკავშირებული სპორტული ღონისძიებები, ქართული ჭიდაობით გაიხსნა. პარალელურად მიმდინარეობს ტური ჭადრაკსა და ნარდში. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. იხილეთ ფოტო-მასალა: … Continue reading
ახალციხეში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ
შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმინდანის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი და ზუგდიდისა და … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში ტურნირი დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ერთმანეთს აწყურისა და ურავლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ თემის სოფლებიდან, ტურნირში … Continue reading
ახალციხეში ველორბოლის ტურნირი მოეწყო
დღეს ახალციხეში ველორბოლის ტურნირი მოეწყო. ერთმანეთს პირველობისათვის ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან დაუპირისპირდნენ. ღონისძიებას ორგანიზება, ადგილობივი თვითმმრთველობის კულტურის სამსახურმა გაუწია. საპრიზო ადგილებზე გასულებს, სიმბოლურად მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. კულტურის … Continue reading
ახალციხელმა მძლეოსნებმა, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე, მეორე ადგილი დაიკავეს
ახალციხელი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე. ბაქოში სამცხე–ჯავახეთიდან ოთხი მძლეოსანი გაემგზავრა. მათ მონაწილეობა გარბენში მიიღეს. საქართველოს მძლეოსანთა ნაკრებმა მე–8 ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, ახალციხელი სპორტსმენების ასპარეზობა, მწვრთნელმა წარმატებულად შეაფასა. ზიგმუნდ … Continue reading
ახალციხელი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე
ბაქოში პირველ ოლიმპიურ თამაშებზე სამცხე–ჯავახეთიდან 4 მძლეოსანი გაემგზავრა, რომლებმაც მონაწილეობა გარბენში მიიღეს. საქართველოს მძლეოსანთა ნაკრებმა მე–8 ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, ახალციხელი სპორტსმენების ასპარეზობა მწვრთნელმა წარმატებულად შეაფასა. ზიგმუნდ ზილბერშტეინის განმარტებით, ინდივიდუალური მაჩვენებლების მიხედვით, … Continue reading
ბორჯომში ოლიმპიურ ცეცხლს, საზეიმო ღონისძიებების გარეშე დახვდებიან
დღეს,16 ივნისს, 18:00 საათზე, ბორჯომი ოლიმპიურ ცეცხლს უმასპინძლებს. ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს, მოსახლეობა ჩარხისწყლის ხიდთან დახვდება. მოეწყობა მსვლელობა, რომელიც ბორჯომის №1 საჯარო სკოლასთან დასრულდება. ესტაფეტაში მონაწილეობას 6 მეჩირაღდნე მიიღებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის … Continue reading
ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ლიგის პირველობა გაიმართა
ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ლიგის პირველობა გაიმართა. მასში მონაწილეობა სამცხე–ჯაავხეთის 7–ვე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს. საბოლოოდ შერჩეული 24 გუნდი ერთმანეთს 2 ასაკობრივ ჯგუფში დაუპირისპირდა. 2001 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის პირველობა სამცხე–ჯავახეთის … Continue reading



You must be logged in to post a comment.