ახალციხის ღია პირველობაზე მძლეოსნობაში 24 პრიზიორი გამოვლინდა
დღეს, პირველ აპრილს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. ტურნირში მონაწილეობა 12–დან 17 წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭემა მიიღეს, … Continue reading
1 აპრილს, მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა გაიმართება
ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი ჩემპიონატისთვის ემზადება. პირველ აპრილს, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ახალგაზრდები კროსში, ახალციხის ღია პირველობისთვის იასპარეზებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქის მძლეოსნობის კლუბის წევრები მიიღებენ.
შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოს ღია ჩემპიონატში 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 27 მარტს თბილისში, სპორტულ კლუბ „შატილის“ დარბაზში გამართულ, ძალისმიერ წოლჭიმში საქართველოს ღია ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შსს-ს სახელით, ტურნირში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის … Continue reading
ახალციხეში გოგონათა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა
ახალციხეში გოგონათა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. ძველი და ახალი წევრებისათვის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ დროისათვის გუნდში 50–მდე გოგონა ირიცხება. სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია, … Continue reading
ბორჯომი ჯომარდობის ევრო–თაისის გათამაშებას უმასპინძლებს
2016 წლის მსოფლიო საჯომარდო კალენდარში ევრო–თასის გათამაშების თარიღი და ადგილი ჩაინიშნა. ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომის ხეობაში, 25–29 მაისს გაიმართება. ტურნირი მდინარე მტკვარზე, ქალებსა და ვაჟებში 6 კაციანი ნავების კატეგორიაში, … Continue reading
19-20 მარტს “ბაკურიანობა” 2016 გაიმართება
19-20 მარტს “ბაკურიანობა” 2016 გაიმართება. მას ორგანიზებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი გაუწევს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. 19 მარტს სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს დიდველი, სადაც გიგანტური სლალომი მოეწყობა. სლალომის … Continue reading
ახალციხელ კარატისტებს საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაუტარდათ
შიტორიუ კარატე დოს ახალციხელი სპორტსმენები ჩემპიონატებისთვის ემზადებიან. აპრილის თვეში ესპანეთში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ახალციხელი კარატისტებიც არიან მიწვეულნი. გარდა ამისა, სპორტსმენები ახლო მომავალში სკოლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებენ, რომელიც … Continue reading
არლელმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
კიევის საერთაშორისო ტურნირზე მესხმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გოგა აფრიამაშვილმა 71 კგ. წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით იასპარეზა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მან მოლდოველი დანიელ კატარაგა და უკრაინელი ოლეგ ანტონოვი … Continue reading
ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირი სნოუბორდში
ბაკურიანმა, ტრაგიკულად გარდაცვლილი სნოუბორდისტის, ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 70–მდე წამყვანმა სპორტსმენმა მიიღო. მესტიიდან, გუდაურიდან, თბილისიდან და ბაკურიანიდან ჩამოსული სნოუბორდისტები, ბიჭების ორ და გოგონების ერთ ასაკობრივ გუნდში გადანაწილდნენ. … Continue reading
ახალციხელმა სპორტსმენებმა, ევროპის ჩემპიონატზე, ექვსი ოქრო მოიპოვეს
ახალციხელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს. ,,ბრძოლა წესების გარეშე”, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს, თბილისში „დეკადის“ დარბაზში გაიმართა. ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებულ სპორტსმენებს, 16 იანვარს, მერი გიორგი კოპაძე შეხვდა და … Continue reading
რევაზ ლაშხი საქართველოს ჩემპიონი გახდა
რევაზ ლაშხი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი 59კგ წონით კატეგორიაში გახდა. მან მოწინააღმდეგე დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. რევაზ ლაშხს გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლა ირაკლი შავაძესთან (აჭარა) მოუწია. საქართველოს 2016 წლის … Continue reading
სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი ბაკურიანში დაკრძალეს
ბაკურიანში გარდაცვლილი სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დღეს, 10 იანვარს დაკრძალეს. სპორტსმენის დაკრძალვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყების წარმომადგენლები და სნოუბორდის ფედერაციის პირველი პირები დაესწრნენ. სნოუბორდოსტები ჩამოვიდნენ ყაზბეგიდან და გუდაურიდან … Continue reading



You must be logged in to post a comment.