”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ტრეისერები გამოჩნდნენ

ახალციხეში ტრეისერები გამოჩნდნენ. ამ ორი ახალგაზრდისთვის კედლები, ღობეები და კიბეები სირთულეს არ წარმოადგენს. ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა სახის დაბრკოლება სწრაფად და ეფექტურად გადალახონ.

ახალციხელი კარატისტები ჩეხეთიდან წარმატებით დაბრუნდნენ

სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ,,შიტორიუ კარატე დო“–ს ახალციხელი სპორტსმენები ჩეხეთიდან წარმატებით დაბრუნდნენ.

ახალციხის „მესხეთმა“ ფეხბურთში ნინოწმინდის „ფარავანი“ დაამარცხა

ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ახალციხის ფეხბურთის აკადემია „მესხეთი“ და ნინოწმინდის „ფარავანი“ დაუპირისპირდნენ.

უკრაინის ღია ჩემპიონატზე გიგლა ზილბერშტეინმა მესამე ადგილი დაიკავა

უკრაინის ღია ჩემპიონატზე ახლციხელმა მძლეოსანმა გიგლა ზილბერშტეინმა იასპარეზა. სპორტსმენმა მარათონში მესამე ადგილი დაიკავა. 

ახალციხელმა კარატისტებმა ქალაქს 7 მედალი მოუტანეს

,,შიტორიუ კარატე დო’’–ს ახალციხელი სპორტსმენები  წარმატებით დაბრუნდნენ. ჩემპიონატი თბილისში ორ ოქტომბერს გაიმართა.

ახალციხეში მძლეოსნობის ღია ჩემპიონატი ჩატარდა

ახლციხის ღია პირველობა საერთაშორისო შეჯიბრებას, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. ჩემპიონატზე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან და აზერბაიჯანიდან, 250–მდე მძლეოსანმა მოიყარა თავი.

ახალციხელ კარატისტებს ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლებათ

შიტორიუ კარატე დოს ახალციხის კლუბს შესაძლებლობა ეძლევა, მომავალ ოლიმპიადაში ჩაერთოს.

ახალციხეში მინი სტადიონი გაიხსნა

ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე მინი სტადიონი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ახალციხე–ხაშურის საფეხბურთო მატჩში “ივერია”–მ გაიმარჯვა

ახალციხის „მესხეთსა“ და ხაშურის „ივერია“–ს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი ხაშურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მესხეთის რაგბის ნაკრების პირველი მატჩი „ტაოს“ გამარჯვებით დასრულდა

მესხეთის რაგბის ნაკრების პირველი საშინაო მატჩი ასპინძაში „ტაოს“ გამარჯვებით დასრულდა. წყალტუბოს „წყალტუბო“ მესხეთის „ტაოსთან“ ორი ქულით დამარცხდა.

ახალციხე, წლების შემდეგ, პირველ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს

ახალციხე, წლების შემდეგ, პირველ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს. ფეხბურთის აკადემია “მესხეთი” ხაშურის “ივერიას” დაუპირისპირდება.

მესხეთის „ტაო” ასპინძაში პირველ თამაშს მართავს

მესხეთის „ტაო“ ასპინძის სარაგბო ბაზაზე პირველ თამაშს მართავს. დღეს 10 სექტემბერს 16:00 საათზე „ტაო“ წყალტუბოს გუნდს დაუპირისპირდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე