ახალციხეში კალათბურთის ჩემპიონატი იწყება
მუნიციპალიტეტის პირველობისათვის კალათბურთში ჩემპიონატი იწყება. მასში მონაწილეობის მიღება ორგანიზაცია-დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ქუჩის მაცხოვრებლებს შეეძლებათ. მსურველთა 10 კაციანი შემადგებლობა პირველ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის კულტურის დაწესებულებაში 21 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდეს.
კიკროსის ჩემპიონატი ბაკურიანში
ბაკურიანში გიორგი წიქვაძის სახელობის – წირას ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართა. შეჯბრი სპოტრის ექსტრემალურ სახეობაში – კიკროსში ჩატარდა, რომელიც სნოუბორდსა და თხილამურებით სრიალს მოიცავს. კიკროსის პირველ ეტაპს 8 თებერვალს გუდაურმა უმასპინძლა, … Continue reading
ვანკუვერის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა
დღეს ბაკურიანში მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი გაიხსენეს. უისტლერში დატრიალებული ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. ქართველ სპორტსმენს გაიხსენებენ სოჭშიც, სადაც საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები იმყოფებიან. მათი გადაწყვეტილებით, სიმბოლურად, ტრაგედიიდან ოთხი წლის თავზე, … Continue reading
ახალციხეში მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ელოდებიან
ახალციხეში 7 თებერვალს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ელოდებიან. ალექსი ახვლედიანი ადგილობრივი თვითმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში სავარაუდოდ, მძლეოსნობის სტადიონის პროექტს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტისა და … Continue reading
მუნიციპალიტეტის პირველობა კრივში
მუნიციპალიტეტის პირველობა კრივში- 18 დეკემბერს, ახალციხის სპორტ სკოლაში ჩემპიონატი გაიმართა. მოკრივეები ერთმანეთს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიაში დაუპირისპირდნენ. ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითა და დაფინანსებით განხორციელდა.
ახალციხის პირველობისათვის ჭადრაკში ტურნირი მოეწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქალაქის ყველა საჯარო სკოლამ მიიღო. ტურნირი 3 დეკემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. ღონისძიებას ორგანიზება ადგილობრივი მუნიციპლაიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.
ახალციხელმა არტაშეს ელბაქიანმა გინესის რეკორდი მოსხნა
402 ბრუნი და მსოფლიო რეკორდი – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყუთის მცხოვრებმა 25 წლის არტაშეს ელბაქიანმა ძელზე ტრიალში გინესის რეკორდი მოხსნა. ახალგაზრდა სპორტსმენის მხარდასაჭერად მოსახლეობა ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში შეიკრიბა, სადაც … Continue reading
ახალციხელი არტაშეს ელბაქიანი გინესის რეკორდის დამყარებას გეგმავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის მკვიდრი 25 წლის არტაშეს ელბაქიანი გინესის რეკორდის დამყარებას ეცდება. ახალგაზრდა სპორტსმენი გეგმავს, რომ რეკორდი ჰორიზონტალურ ძელზე ტრიალში მოხსნას. მისი თქმით, გინესის რეკორდი 215 ბრუნია, ხოლო თვითონ … Continue reading
ახალციხელი კარატისტები საქართველოს ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ
რვა ოქრო, შვიდი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი-ახალციხელი სპორტსმენების მორიგი წარმატება კარატეში. შიტორიო კარატე დოს სპორტსმენებმა მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში მიიღეს, საიდანაც გამარჯვებულები დაბრუნდნენ. გუნდურ ასპარეზზე , ღია ჩემპიონატში ახალციხის ნაკრებმა … Continue reading
ახალციხეში მძლეოსნობაში ჩემპიონატი გაიმართა
მიხეილ იაძის სახელობის მესხეთის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში გარბენი მოეწყო. ერთმანეთს ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ. სპეციალურად ღონისძიებისთვის სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციამ ბორჯომოს საჯარო სკოლების მოსწავლეები მოიწვია. ჩემპიონატი ახალციხის სპორტული სკოლის ადმინისტრაციის … Continue reading
ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონს მალე მძლეოსნობის სტადიონის ტიტული მიენიჭება. გარდა ამისა, იგეგმება მისი რეაბილიტაცია. დღეს ამ საკითხზე ახალციხეში მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომომადგენლებთან ერთად იმსჯელა.



You must be logged in to post a comment.