“ქართულ ჭიდაობას”ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს, „ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა.
ახალციხელმა ანზორ დარბაიძემ „Open Tbilisi”–ს ჩემპიონატზე გაიმარჯვა
ახალციხელმა კარატისტმა თბილისის ღია ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ანზორ დარბაიძემ –75 წონით კატეგორიაში კარატეს ოლიმპიურ სახეობაში (WKF) პირველი ადგილი დაიკავა. „Open Tbilisi” 2016 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა. ახალციხელმა სპორტსმენმა მონაწილეობა სამ ბრძოლაში … Continue reading
ჩინეთის ჩემპიონატზე ახალციხელი სპორტსმენი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა
ჩინეთის ქალაქ ჟენგჟოუში გამართულ ჩემპიონატზე, ახალციხელი სპორტსმენი საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. ტურნირი MMA ბრძოლა წესების გარეშე ჩატარდა.
საახალწლო სამზადისი სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში საახალწლო მზადება დასრულდა. რეგიონის მოსახლეობა 2017 წლის დადგომას ელოდება. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სადღესასწაულო ტრადიციები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება. “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი რამდენიმე მათგანს ოჯახში ესტუმრა.
ახალციხელმა ბაიკერებმა მეშვიდე სკოლის მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართეს
ახალციხის მოტოკლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. ბაიკერებმა მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტო–სანახაობა მოაწყვეს, მოსწავლეებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს და მათ საჩუქრები გადაცეს.
,,მესხეთი” მეორე ლიგაში სათამაშოდ დახმარებას ითხოვს
გააგრძელებს თუ არა ახალციხის საფეხბურთო გუნდი საქართველოს პირველობისთვის ბრძოლას – ჯერ კიდევ გაურკვეველია. მწვრთნელის თქმით, ნაკრები მეორე ლიგაში გადავიდა, თუმცა უსახსრობის გამო, ჩემპიონატში ვეღარ ჩაერთვებიან.
EMC-ის წლიური შეფასებაში მოხის მოვლენები მოხვდა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს.
ახალციხის მეხუთე სკოლამ „მხიარული სტარტების“ ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდმა „მხიარული სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა. ფინალური თამაში 4 დეკემბერს თბილისის ხელბურთის დარბაზში გაიმართა.
ახალციხელ კარატისტებს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაუტარდათ
ახალციხელ კარატისტებს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაუტარდათ. სპორტსმენების შესაძლებლობები შიტოკაის ასოციაციის პრეზიდენტმა შეაფასა.
ფეხბურთის აკადემია ,,მესხეთი” მეორე ლიგაში ითამაშებს
ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ახალციხის ფეხბურთის აკადემია „მესხეთი“ და ,,მცხეთა“ დაუპირისპიდა.
ფეხბურთელი გოგონები ახალციხიდან
სტერეოტიპი, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიჭების სპორტია, დიდიხანია დაიმსხვრა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთის აკადემია “მესხეთში”, გოგონების გამოჩენას, საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა. ამჟამად, ახალციხეში სამოცი დამწყები ფეხბურთელი ვარჯიშობს.
“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” – შშმ პირები სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვნენ
“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” – ამ დევიზის გარშემო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 50 პირი გაერთიანდა.



You must be logged in to post a comment.