”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“მესხეთიდან ევრო-ბაზრამდე”

გზა, რომელიც მესხურმა პროდუქტმა ევროპულ ბაზრამდე უნდა გაიაროს.  ევროპული სტანდარტები და პერსპექტივები. მესხი ფერმერების ევროპული სამზადისი. როგორია ქართული პროდუქტი დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას ფერმერული მეურნეობა – “მეცხრე არხის” … Continue reading

83 წლის მეფუტკრე და თაფლის დაწურვის ტექნოლოგიები

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიაში მცხოვრებ კაველიძეების ოჯახში ფუტკრის მოვლის კულტურა საუკუნეზე  მეტს ითვლის. დღეისათვის 60 ძირ ფუტკარს 83 წლის პარმენ კაველიძე უვლის.

უძველესი მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერი ზიკილიიდან

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ემზარ გაჩეჩილაძე მესხური ვაზის მოძიებითაა დაინტერესებული. უნიკალური, გადაშენების პირას მყოფ ჯიშებს სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე მიაკვლია და ეზოში გაახარა.

1-ლი სექტემბრიდან, მიწის რეგისტრაცია ძველი წესით შესრულებული ნახაზით აღარ განხორციელდება

2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საჯარო რეესტრი, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მხოლოდ ახალი სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ტოლოშის რძის საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, რძის პროდუქტების საწარმო  – „ახალი მესხეთი“  დაათვალიერა. 

ასპინძის სადემონსტრაციო ნაკვეთში “მინდვრის დღე” მოეწყო

ასპინძის სადემონსტრაციო ნაკვეთში „მინდვრის დღე“ გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ და ბიზნეს კომპანიამ  ადგილობრივ ფერმერებს უმასპიძლეს.

წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთში საჯარო ლექცია გაიმართა

წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთში საჯარო ლექცია მოეწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, კოლეჯ „ოპიზარი“–ს სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამყარო“–ს წარმომადგენლებს უმასპინძლა. 

სამცხე–ჯავახეთში ცხოველთა იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოში ცხოველთა  იდენტიფიკაცია–რეგისტრაცია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენის წარმომადგენლები პროცესს სამცხე–ჯავახეთში დაესწრნენ.

ახალქალაქის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

  ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ სოფლებში –  ჩუნჩხასა და პტენაში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

სოფელ ჭობარეთში ტენილი ყველის წარმოება განახლდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველი წარმოება აღდგა. “მზიანეთმა” საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად განაახლა. 

ვალეში ტონობით კომბოსტო წელსაც გადაყარეს

ვალეში ფერმერებმა ტონობით კომბოსტო ისევ გადაყარეს. სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები პრობლემის გადაჭრის გზას ბოსტნეული კულტურების გამრავალფეროვნებაში ხედავენ.

რეზო გიქოშვილი – წარმატებული მევენახე ახალციხიდან

ახალციხის ციხის აგრონომი – გამწვანების სპეციალისტი რეზო გიქოშვილი წლებია მევენახეობას მისდევს. მის საზაფხულო სახლის ეზოში დღეისათვის ათეულობით მესხური ვაზი ხარობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე