”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სახელმწიფოს ხარვეზები თუ თაღლითობა საბანკო სექტორში?

მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეღავათიანი აგროსესხების პროგრამის განხორციელება დაიწყო, ფერმერებმა ბიზნესგეგმა შეადგინეს და საბანკო სექტორს მიმართეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში დაბალპროცენტიანი კრედიტის სანაცვლოდ ჩადუნლების ოჯახმა ბანკისგან 20 პროცენტიანი … Continue reading

26/04/2013

ხარვეზები სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, საგაზაფხულო ხვნა-თესვა, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება – ამ საკითხებზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საკუთარ თემებში არსებული პრობლემები განიხილეს და სახელმწიფო პროგრამის … Continue reading

23/04/2013

რატომ არ მოსწონს მოსახლეობას ახალი ტექნიკა

შპს ,,მექანიზატორის” ახალციხის ცენტრმა ახალი ტექნიკა მიიღო. 8 გუთანი და ერთი მცირე სიმძლავრის მქონე ტრაქტორი გამოსაცდელად ნაკვეთზე გაიყვანეს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტექნიკით რეგიონი კვლავ მომარაგდება, რის შემდეგაც მას … Continue reading

06/04/2013

ახალციხიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში დამატებითი სიები გადაიგზავნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს ახალციხიდან დამატებითი სიები გადაიგზავნა. ის ფერმერები, რომლებმაც ბარათები ვერ მიიღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში ერთი კვირის განმავლობაში დარეგისტრირდნენ.

05/04/2013

სასოფლო–სამეურნეო მაღაზიებში მონიტორინგი დაიწყო

ახლციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა დღეს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციისა და ინვენტარის 7 მაღაზიაში მონიტორინგი ჩაატარეს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მათ მუნიციპალიტეტში ყველა ის ობიექტი მოინახულეს, სადაც ნომინალური ბარათების განაღდება მიმდინარეობს.

04/04/2013

სამეურნეო ბარათების დარიგება 3 აპრილს დასრულდება

სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება 3 აპრილამდე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რწმუნებულებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში  გამართულ თათბირზე განუცხადა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებიც.

02/04/2013

ნოე ოქრომელიძე: სახელმწიფო აგრო სესხებით მხოლოდ ბიზნესმენებს ეხმარება

სოფლის მეურნეობის სამინსტრომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს საშუალება ეძლევათ უპროცენტო, ან დაბალპროცენტიანი განვადებით ისარგებლონ.  ფერმერებისა და ბანკების ურთიერთობისთვის პროექტის ფარგლებში 3 კომპონენტი გამოიკვეთა.

02/04/2013

რწმუნებულებს სამეურნეო ბარათების შევსების წესები განუმარტეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო ბარათები ჩამოვიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმამუნიციპალიტეტის რწმუნებულებს ბარათების გამოყენების წესები გააცნეს და მიღება ჩაბარების აქტებიც გააფორმეს.

29/03/2013

ანში ბრუცელოზის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ანში ბრუცელოზის 22 შემთხვევა დაფიქსირდა.  რამდენიმე  დღის წინ აქ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 100 სულ პირუტყვს დაავადებაზე ანალიზი აუღეს. ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შემოწმებული … Continue reading

25/03/2013

ხვალიდან ახალციხეში სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სამეურნეო ბარათების დარიგება, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში გაგზავნილი პროექტები– ამ საკითხებზე დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებთან ერთად სახელმწიფო პროგრამები განიხილა … Continue reading

25/03/2013

ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების დაწყებულ პროგრამას აგრძელებს

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის  მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  აღნიშნული პროგრამა ქვეყანაში მეხუთე წელია ხორციელდება.

21/03/2013

სოფელ ანში ხვალ ბრუცელოზზე საქონლს ანალიზს აუღებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში, ხვალ საქონელს ბრუცელოზზე ანალიზი ჩაუტარება. ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს მიერ ხელშეკრულება მოზადდა, რომლის საფუძველზეც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მუშაობას დილიდანვე … Continue reading

20/03/2013

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე