”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სათესლე კატროფილის სერტიფიცირება სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო

პირველად საქართველოში სათესლე კატროფილის სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. სამცხე–ჯავახეთში სერტიფიკაცი ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურისა და ასოციაცია“ახალქალაქის კარტოფილის“ მიერ წარმოებულ სამეურნეო კულტურას მიენიჭება.

კარტოფილის მაღალი მოსავალი და განახევრებული ფასი – მესხი ფერმერები დახმარებას ითხოვენ

კარტოფილის მოსავლის აღება სამცხე–ჯავახეთში დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მოსავლიანობა მაღალია, თუმცა ფერმერების სატკივარს წელს   სასოფლო–სამეურნეო კულტურის დაბალი ფასი წარმოადგენს.  

საფრანგეთის ელჩი ახალციხესა და ასპინძას ესტუმრა

საფრანგეთის ელჩი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. პასკალ მენიეს ახალციხეში  საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.

კლდის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ღია კარის დღე მოეწყო

სოფელ კლდის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ღია კარის დღე გაიმართა. სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგრო კონსულტანტმა, კარტოფილის მოსავალი აიღო.

ასპინძის სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის მოსავალი აიღეს

ასპინძის სადემონსტრაციო ნაკვეთზე კარტოფილის მოსავალი აიღეს.

ბორჯომსა და იაპონიის ქალაქ ნისეკოს დამეგობრებას საფუძველი ჩაეყარა

ბორჯომსა და იაპონიის ქალაქ ნისეკოს დამეგობრებას საფუძველი ჩაეყარა.  ბორჯომს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და ჰოკაიდოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამცხე–ჯავახეთში მოსავლის აღება დაიწყო

წინა წლებისგან განსხვავებით, ჯავახეთში წელს კარგი მოსავალია, თუმცა მოსახლეობა სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. არასაკმარისი ტექნიკის გამო, ადგილობრივებმა, შესაძლოა, ბოსტნეული დროულად ვერ დააბინაონ.

სამცხე–ჯავახეთში ჟურნალისტებისთვის აგროტური მოეწყო

სამცხე–ჯავახეთში  ჟურნალისტებისთვის აგროტური მოეწყო. მედიის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებული სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები და ფერმერთა მომსახურების ცენტრები მოინახულეს.

ახალციხეში ფერმერები ტონობით დაავადებულ კარტოფილს ნიადაგში ტოვებენ

ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილი  ტონობით კარტოფილს მიწაში ტოვებს. მშრალმა და სველმა სიდამპლემ თითოეულ ფერმერს მოსავლის თითქმის 80%  გაუნადგურა.

“მესხეთიდან ევრო–ბაზრამდე” (სომხური ტიტრებით)

გზა, რომელიც მესხურმა პროდუქტმა ევროპულ ბაზრამდე უნდა გაიაროს.  ევროპული სტანდარტები და პერსპექტივები. მესხი ფერმერების ევროპული სამზადისი. როგორია ქართული პროდუქტი დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას ფერმერული მეურნეობა – “მეცხრე არხის” … Continue reading

არაერთი პროექტის განხორციელების მიუხედავად, წნისში სასმელი წყალი არ აქვთ

წყარო, რომელიც სოფელ წნისის ცენტრში მდებარეობს, მოსახლეობის ერთადერთი იმედია. ამ წყლით ადგილობრივების დიდი ნაწილი სარგებლობს. წნისელები ამბობენ, რომ რამდენიმე უბანში წყალი საერთოდ არ მოდის, ზოგ მოსახლესთან კი მხოლოდ ერთი საათით.

მესხური ტენილი ყველის ევროპული პერსპექტივები

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოება აღდგა. “მზიანეთმა” საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად განაახლა. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე