”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

   სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ხრიდოლის აკადემიის მიერ ორგანიზებულ პროექტში „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის კუთხით“ მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. პროექტი შვეიცარიის განვითარების ფონდისა და მერსი კორპის მხარდაჭერით … Continue reading

10/07/2014

ადიგენში ამ დრომდე კოოპერატივი არ ჩამოყალიბებულა

სამცხე-ჯავახეთში კოოპერატივების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. ახალციხისა და ასპინძის მასშტაბით ამ დროისათვის 10 კოოპერატივია რეგისტრირებული. მათგან 8 ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც  4 გაერთიანება მეცხოველეობის, 3 -მემცენარეობისა და 1 მეფუტკრეობის მიმართულებით ფუნქციონირებს. … Continue reading

09/07/2014

შეღავათიანი აგროკრედიტით ახალციხის მუნიციპალიტეტში 172 ბენეფიციარი სარგელობს

შეღავათიანი აგროკრედიტი და მის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები — დღეს  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახსნილი  74 ახალი საწარმოს პრეზენტაცია გამართა. შეღავათიანი აგროკრედიტით ახალციხის მუნიციპალიტეტში 172 ბენეფიციარი სარგელობს.

08/07/2014

46 მილიონიანი პროექტი ახალი საწარმოების შექმნაზეა ორიენტირებული

ახალციხეში სამთავრობო პროგრამის  პრეზენტაცია გაიმართა. იგი შეღავათიან პირობებში ახალი საწარმოების შექმნას გულისხმობს. პროექტის ბიუჯეტი 46 მილიონ ლარს შეადგენს. მის ფარგლებში მეწარმეს საშუალება აქვს პროექტში ჩართული რომელიმე ბანკიდან შეღავათიანი სესხი აიღოს, … Continue reading

03/07/2014

“აწარმოე საქართველოში” – ახალციხეში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორაგნიზებით ახალციხეში დღეს  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელიც მიზნად  ადგილობრივი მეწარმეებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის  ახალი სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში”-ს გაცნობას ისახავს . … Continue reading

03/07/2014

ახალციხეში ცოფზე შინაური ცხოველები იცრება

    სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცოფზე პროფილაქტიკური ვაქცინაცია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით,  რეგიონის მასშტაბით ძაღლები და კატები იცრება. ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ვაქცინაცია დაავადება  “თურქულზეც”.  “ეპიზოოტიური … Continue reading

20/06/2014

სოფელ რუსთავში ბრუცელოზი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ბრუცელოზი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა.  როგორც სოფლის ექთანი განმარტავს ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  რაც შეეხება ბრუცელოზის შინაურ ცხოველში გავრცელების ფაქტებს,  მიმდინარე წელს დაავადება სამ სოფელში დაფიქსირდა: … Continue reading

12/06/2014

რუსეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება

რუსეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება. ორი ქვეყნის მოლაპარაკებების შედეგად, გასატანი პროდუქციის ჩამონათვალს რამდენიმე სახეობის ხოლ–ბოსტნეული ემატება.

26/05/2014

ხვნის ბარათით სარგებლობა 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის” იმ ბენეფიციართა საჭიროების გათვალისწინებით, რომლებიც ხვნის სამუშაოებს შემოდგომაზე ახორციელებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვნის ბარათის გამოყენების ვადა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

16/04/2014

დაავადება “თურქულზე” პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა საააგენტომ შინაური ცხოველის დაავადება თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის” ფარგლებში ხორციელდება. ცხოველთა იმუნიზაცია მოსახლეობისთვის უფასოა. აღნიშნული პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 528 … Continue reading

07/04/2014

როგორ მიიღებენ ფერმერები აგრო-მაღაზიებში სათესლე მასალას?

ადგილობრივ ფერმერთა ნაწილი შესაძლოა სათესლე მასალის გარეშე დარჩეს. იმისთვის, რომ გლეხებმა სასოფლო სამეურნეო ბარათებით აგრო მაღაზიებში სხვადასხვა კულტურის თესლი შეიძინონ, მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების … Continue reading

25/03/2014

სოფელ რუსთავის მთაში წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის მთებში  წყლის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ექსპლოტაციაში შესვლის შემდეგ, საძოვარზე გასული შინაური პირუტყვი წყლით მომარაგდება. პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და ფრანგული ასოციაცია „ფერდი“ ერთობლივად ახორციელებენ. … Continue reading

24/03/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე