”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერმერები კარტოფილის უხარისხობაზე ჩივიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტოფილის აღება  მიმდინარეობს.  მოსახლეობა ამბობს, რომ წელს მოსავალი უხარისხოა. მათი თქმით,  კარტოფილს  მშრალი სიდამპლე აღენიშნება.

20/10/2014

გავა თუ არა პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ახალციხიდან?

“ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების დოკუმენტი”, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის გაფორმდა, ქართული მხარისათვის 500 მილიონიან სავაჭრო ბაზარს ხსნის, თუმცა ქართულმა პროდუქციამ ევროპელ მომხმარებლებამდე რომ მიაღწიოს, მას მკაცრი კონტროლის გავლა … Continue reading

14/10/2014

ვაშლის ახალი ჯიშები და პირველი მოსავალი სოფელ წნისში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში ვაშლის პირველი მოსავალი აიღეს, რომელმაც 2 ჰექტარზე დაახლეობით 10 ტონა შეადგინა. შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ახალი ჯიშები, რომელიც საერთაშორისო ბაზრის სტანდარტებს აკმაყოფილებს, საუკეთესო … Continue reading

08/10/2014

ადიგენში ბრუცელოზი ადამიანებშიც დაფიქსირდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში დაავადება ბრუცელოზი ყოველდღიურად ვრცელდება. დაავადება დაფიქსირდა, როგორც ცხოველებში, ასევე, ადამიანებშიც. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  ბრუცელოზი სოფელ უდეში 1 ადამიანს დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

05/10/2014

ადიგენში ადამიანებსა და ცხოველებში ბრუცელოზის შემთხვევები დაფიქსირდა

    ადიგენის მუიციპალიტეტში ბრუცელოზის შემთხვევა ადამიანებსა და ცხოველებში დაფიქსირდა. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  ბრუცელოზი სოფელ უდეში 2 ადამიანს დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ოჯახის პირობებში გადიან. ჯანდაცვის ცენტრის … Continue reading

03/10/2014

“მოსავლის დღე” წნისის საცდელ ნაკვეთში

კარტოფილის ახალი ჯიშები და სასოფლო სამეურნეო კულტურის სასარგებლო თვისებები – წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთში “მოსავლის დღე” გაიმართა. ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს უმასპინძლეს და მათ კარტოფილის სხვადახვა ჯიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. … Continue reading

02/10/2014

ახალციხეში ოთხი სოფელი გაზიფიცირდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. შპს. ინტერგაზმა ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი სოფელ ნაოხრებიდან დაიწყო. მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ინტერგაზის ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე ადგილზე გაეცნენ.

05/09/2014

ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი  სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა, ოთარ დანელიამ სოფელ წნისში ყველის, ხორბლისა და სხვა მრავალპროფილიანი საწარმო დაათვალიერა და მის მუშაობას გაეცნო. მინისტრმა სოფელში ასევე ვაშლის ბაღი და თევზსაცავიც მოინახულა.

22/08/2014

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელების შეხვედრა ადიგენში

     დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და მათი სამომავლო განვითარების გეგმებზე იმსჯელეს. სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, … Continue reading

13/08/2014

მაღალპროდუქტიული საქონელი საქართველოში სომხეთიდან შემოვა

საქართველოში მაღალპროდუტიული საქონელი სომხეთიდან შემოვა. ამასთან დაკავშირებით,  26 ივლისს,   საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სომხეთის, არზნის საჯშე მეურნეობას შორის მემორანდუმი გაფორმდა. პირუტყვის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. როგორც არზნის ფიქრმის პრეზიდენტი … Continue reading

27/07/2014

ყველის რეალიზაციაზე გამკაცრებულმა კანონმა ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია

ფერმერების ან  მეწარმეების მიერ ყველის ჩაბარებასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. მარკეტები ლაბორატორიულად შეუმოწმებელ ყველს აღარ ჩაიბარებენ. ქართულ ბაზარზე ასეთი მოთხოვნები ახალია. სურსათის უვნებლობის სააგენტოს  წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამომხმარებლო ბაზარზე შესაბამისი კონტროლი … Continue reading

17/07/2014

სარწყავ წყალთან დაკავშირებული პრობლემები ახალციხის მუნიციპალიტეტში

რწყვის სეზონის დადგომასთან ერთად, ირიგაციასთან დაკავშირებული  პრობლემები  ფერმერებისათვის უფრო აქტუალური ხდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტეს ნაწილში სისტემა მწყობრიდან არის გამოსული ან  საერთოდ არ არსებობს, რაც ფერმერების თქმით, ნათესებზე უარყოფითად ისახება. … Continue reading

10/07/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე