ადიგენის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომამ ხმაურით ჩაიარა
ადიგენის მუნიციპალიტეტში, 7 ივლისს, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. მთავრი თემები ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები, შესყიდვების კორექტირებული გეგმა, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ტრაქტორის შპს ,,კომუნალური და … Continue reading
სოფელ კლდეში სარწყავი სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
რწყვის სეზონი იწყება. ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში კი ფერმერები სარწყავი სისტემის გაუმართაობაზე ჩივიან. ერთ–ერთი ასეთი სოფელი კლდეა, სადაც ადგილობრივები მოუწესრიგებელ საირიგაციო სისტემაზე საუბრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სათავე ნაგებობა გასწმენდია და … Continue reading
სოფელ მლაშეს 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს სასმელი წყლით მომარაგებისთვის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 9–კილომეტრიანი სისტემა გოდერძისა და ქაცარაულის მთიდან გამოჰყავთ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. მის განსახორციელებლად 200 ათასი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე … Continue reading
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა და უკმაყოფილო ბენეფიციარები
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა და უკმაყოფილო ბენეფიციარები – ივნისის თვეში მოსული უქვი ნალექის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ელოდება. მათ ნაწილს სადაზღვევო კომპანიებმა თანხის ანაზღაურებაზე უარი განუცხადეს, ნაწილი კი პროგრამით … Continue reading
არლის მიწებთან დაკავშირებით, ,,საქნახშირმა” 40 წლიანი ლიცენზია გააუქმა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა კომპანია ,,ბი-პისგან“, შესაძლოა, კომპენსაცია მიიღოს. ე.წ ,,ორჭოშნის“ ტერიტორიაზე არსებულ, პრობლემურ სახნავ-სათეს მიწის ფართობზე, 16 ივნისს ,,საქნახშირმა“ 40 წლის ვადით აღებული ლიცენზია გააუქმა. ამ … Continue reading
სოფლის მეურნეობის საკითხებზე ცხრა რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფერმერებმა სოფლის მეურნეობის კუთხით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი საქმიანობა უკეთესობისკენ წარმართონ – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9–ვე რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა. შეხვედრას … Continue reading
ასპინძაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში კომპანიამ „ახალი მესხეთი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში, რძის გადამამუშავებელი … Continue reading
სტიქიამ ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები დააზარალა
გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალი სოფელ აწყურში და დასეტყვილი სოფლები ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, ნათესები, ნარგავები, და ხეხილი დააზიანა. დახოცილია შინაური ფრინველი. რამდენიმე საათის განმავლობაში აწყურში საავტომობილო … Continue reading
სეტყვამ ადიგენში 7 სოფელი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქია ყველაზე მასშტაბურად წრესა და პატარა ზანავში დაფიქსირდა. განადგურდა ხეხილი, დაზიანდა სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები, კარტოფილისა და ბოსტნეულის ნარგავები. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სეტყვისა და ძლიერი წვიმის შედეგად, სულ … Continue reading
უდეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კვლავ რიტუალების სახლი შენდება
უდეში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტები უკვე შერჩეულია. სპეციალურად გამართულ კრებებზე, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, რიტუალების სახლის გაფართოება, ნომერ პირველი და მეორე საბავშვო ბაღის მოწყობა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იგეგმება.
ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ბრუცელოზის 42 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო მონაცემებით, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ბრუცელოზის 42 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ „მეცხრე არხს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა. ნანა ზუბაშვილის თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგიონის … Continue reading
ნანა ზუბაშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსმა, დღეს ახალციხის თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც ნანა ზუბაშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, სამინისტროს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ, სოფლის წარმომადგენლებს საჭირო … Continue reading



You must be logged in to post a comment.