”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რა პრობლემების წინაშე დგანან მესხი ფერმერები

მოკლევადიანი და მაღალპროცენტიანი კრედიტები, მოუწესრიგებელი სარწყავი სისტემა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის სიმცირე და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია – მესხი ფერმერები იმ პრობლემებზე ჩივიან, რომლებსაც  სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობისას ხვდებიან. სამცხე–ჯავახეთის ფერმერებმა, აღნიშნულ საკითხებზე … Continue reading

ვეფხია დიაკონაშვილის მწყრის ფერმა ახალციხეში

ვეფხია  დიაკონაშვილი ახალციხეში ოთხი  ჯიშის 3 000–მდე მწყერს უვლის. მან ამ დროისთვის ამხანაგობა – “მწყერის სახლი“ დააფუძნა და ახლო მომავალში საქმიანობის გაფართოებას  გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმერმა  მწყრის ერთ–ერთი ჯიში … Continue reading

“ფერმერის საათი”: კარტოფილის მოსავალი ახალციხეში

ფერმერები წელს კულტურის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ რაოდენობის გარდა, კარტოფილი წელს არც ხარისხით გამოირჩევა. მოსავლის ნაწილი ამოღებამდე, ნაწილი კი ამოღების შემდეგ დალპა. რამ განაპირობა კულტურის ნაკლებმოსავლიანობა და უხარისხობა … Continue reading

ფერმერები კარტოფილის მოსავლის ხარისხსა და სიმცირეზე ჩივიან

ახალციხის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დასრულდა.  თუმცა ფერმერები წელს კულტურის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ რაოდენობის გარდა, კარტოფილი წელს არც ხარისხით გამოირჩევა. მოსავლის ნაწილი ამოღებამდე, ნაწილი კი ამოღების შემდეგ … Continue reading

სახელმწიფო გრანტს, სამცხე–ჯავახეთში, 250 ბენეფიციარი მიიღებს

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში მონაწილე პირები უკვე შერჩეულია. პროგრამის ბოლო ეტაპი – ხელშეკრულებების გაფორმება და ბენეფიციარების დაფინანსება, 2 ნოემბრიდან დაიწყება. პროგრამის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ გამარჯვებული პროექტები როგორც სოფლის … Continue reading

“ფერმერის საათი” – ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე

ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – „ფერმერის საათში“ მთის ცხოვრების შესახებ მოგიყვებით.  იმისთვის, რომ შემოსავალი შედარებით გაიზარდოს, წელიწადიში  ხუთ თვეს ფერმერები მთაში ატარებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი გარესამყაროს არიან მოწყვეტილნი. მთაში არ … Continue reading

“გარესამყაროს მოწყვეტილები” – რეპორტაჟი ვალის მთიდან

ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – წელიწადში ყოველ ხუთ თვეს ვალელი ფერმერები გარესამყაროს  სწყდებიან და ვალის მთაში მესაქონლეობას მისდევენ. მაღალმთიან საძოვარზე არ არის ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში ვერ იძახებენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, არ … Continue reading

ახალციხელმა ფერმერებმა ბოცვრის ახალი ჯიში გამოიყვანეს

ვაღარშაქ მელქონიანი და კარენ ტერპოღოსიანი ახალციხეში მებოცვრეობას მისდევენ. მათ საქმიანობა საკუთარი ხარჯებით დაიწყეს და ახალი ჯიშიც გამოიყვანეს. ვაღარშაქ მელქონიანმა და კარენ ტერპოღოსიანმა კურდღლებზე ზრუნვა ბავშვობიდან დაიწყეს. ამბობენ, რომ მათ ოჯახებში … Continue reading

სამცხე–ჯავახეთის დელეგაცია იაპონიდან დაბრუნდა

მესხური კერძების ბროშურების დამზადება, ბრენდირება, ტრადიციული კერძების ფესტივალის გამართვა, კოოპერატივების განვითარება, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის შერწყმა – ამ და სხვა საკითხებზე პროექტებს, სამცხე–ჯავახეთში, ის სამი პირი განახორციელებს, რომელმაც  ერთი თვის განმავლობაში … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში, გასულ წელთან შედარებით, 30%–ით ნაკლები მოსავალი მოვიდა

ადიგენის სოფლებში მოსახლეობა მოსავლის სიმცირეზე ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მხარეში რამდენჯერმე დაფიქსირებულმა სეტყვამ, როგორც ბოსტნეული კულტურა,  ასევე  ხეხილი გაანადგურა. ნაკლები მოსავლიანობის შესახებ საუბრობენ სოფლის მეურნეობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოშიც. ადიგენის სოფლებში, … Continue reading

რატომ ინტერესდებიან სამცხე–ჯავახეთში კოოპერატივებით?

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი კოოპერატიული გაერთიანება სამცხე–ჯავახეთშია  რეგისტრირებული. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში  ამბობენ, რომ აღნიშნული რიცხვი დღითიდღე იზრდება.  რატომაა სამცხე–ჯავახეთში  კოოპერატიული გაერთიანებები პოპულარული, რას  ამბობენ, გლეხები და რა … Continue reading

ლალი ცუხიშვილის ლოკოკინების ფერმა სოფელ მუსხში

სოფელ მუსხში მცხოვრები ლალი ცუხიშვილი  ლოკოკინების ბიზნესს მისდევს. საკუთარი სახლის ეზოში ამისთვის  მან მოლუსკების ფერმა გააშენა და ცდილობს პროდუქტი სარესტორნო ქსელში ჩაუშვას.  როგორ დაიწყო ფერმერმა საქმიანობა და რა გეგმები აქვს … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე