სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხეში შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ახალციხეში რეგიონის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. რევაზ ასათიან დღესვე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის პარტნიორიც სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
2017 წლიდან, ფერმერები სასოფლო–სამეურნეო ბარათებით ვეღარ ისარგებლებენ
2017 წლიდან ფერმერები სასოფლო–სამეურნეო ბარათებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ. სამინისტროს გადაწყვეტილებით, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დასრულდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 368 ბენეფიციარმა ხვნის ბარათის გამოყენება ვერ მოასწრო
„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, პროექტით გათვალისწინებული ფართობიდან, 288 ჰექტარი დასამუშავებელი დარჩა. კლიმატური პირობებს გამო, ხვნის ბარათების გამოყენება 368 ფერმერმა ვერ მოასწრო. ამ დროისათვის საშემოდგომო სამუშაოები 514 ჰექტარზეა … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტში წელს 13 000 ტონამდე კომბოსტო აიღეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში კომბოსტოს მოსავალი დააბინავეს. ფერმერებმა წელს 13 000 ტონამდე ბოსტნეული აიღეს.
რატომ გაიყვანეს ვალიდან სახნავი ტექნიკა საშემოდგომო სამუშაოების დაწყებდე?
ვალიდან, საშემოდგომო ხვნების დაწყებამდე, სახნავი ტრაქტორები გაიყვანეს. ადგილობრივებს მიწის დასამუშავებლად ტექნიკა ახალციხიდან მიჰყავდათ.მათი ნაწილი ტრაქტორების ქალაქიდან გაყვანას არჩევნების შედეგებს უკავშირებს.
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ. სამცხე–ჯავახეთიდან საზღვარგარეთ სამი პიროვნება იმყოფება.
“ფერმერის საათი” – საშემოდგომო სამუშაოები
ახალციხის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ცდილობენ მიწის დამუშავება 2 დეკემბრამდე მოასწრონ, რადგან ხვნის ბარათებს მოქმედების ვადა სწორედ ამ დრომდე აქვს. ადგილობრივები ხელისუფლებას ვადის გაზრდას სთხოვენ. ფერმერები ასევე ჩივიან … Continue reading
ფერმერები ხვნის ბარათების ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ
ახალციხის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები ცდილობენ მიწის დამუშავება ძლიერი ყინვების დაწყებამდე მოასწრონ.
ვეფხია დიაკონაშვილმა ახალციხეში ხოხობი მოაშენა
ახალციხელმა ვეფხია დიაკონაშვილმა მწყრის ფერმის გაკეთების შემდეგ ხოხბის მოშენება გადაწყვიტა. მის ვოლიერში ამ დროისათვის, სამი ჯიშის ხოხობი იზრდება. ფერმერი ფრინველების გამრავლებასა და მისი ხორცის რეალიზაციას გეგმავს.
სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებმა პარკოსანი კულტურების წელი შეაჯამეს
ახალციხეში პარკოსანი მცენარეების წელთან დაკავშირებით, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ახალციხელი ფერმერები მოსავალს შესაბამის პირობებში ვერ ინახავენ
ოფიციალური მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მაღალი სტანდარტების მიხედვით, ამ დროისათვის ორი სასაწყობე მეურნეობა სოფელ წნისსა და ვალეში ფუნქციონირებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სამომავლოდ კიდევ ორი საწყობი აშენდება.
ჭობარეთის მესხური ტენილი “დუთი ფრი”–ში იყიდება
ჭობარეთის საწარმომ მესხური ტენილი ყველი თბილისის აეროპორტში „დუტიფრი“–ში გაიტანა, სადაც პროდუქტი წარმატებით იყიდება. პრობლემების გამო შეჩერებული მუშობა ხელმძღვანელებმა სამი წლის შემდეგ, კოოპერატივ „ხარებასთან“ ერთად განაახლეს.



You must be logged in to post a comment.