”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია – ოთარ კახიძე

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ისაუბრა. ოთარ კახიძის თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი.  „მე მინდა … Continue reading

ქეთევან ხმალაძის საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქეთევან ხმალაძისა და მასთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურორმა ვასილ ოსაძემ საქმის ის მტკიცებულებები წარადგინა, რაც ბრალდების მხარემ დასაშვებად ცნო. გარდა ამისა წაიკითხა … Continue reading

ქრთამის სახით, 3 000 ლარის აღების ფაქტზე, ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, საბიუჯეტო-საფინანსო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, თემურ პლაჭიაშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ პლაჭიაშვილმა კანონით გათვალისწინებული … Continue reading

ახალციხეში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში ახალგაზრდა გოგონას “ნისანის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. გოგონამ გონება დაკარგა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. მედიკოსებმა დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიეს,  რის შემდეგაც გოგონა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. “მეცხრე … Continue reading

ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ბორჯომელებსაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალი ბორჯომში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ბორჯომის იუსტიციის სახლი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელი უმაღლეს ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. … Continue reading

ავტომობილის პარკირების წესები, ახალციხეში, სამართალდამცველებზე არ ვრცელდება

ავტომობილის პარკირების წესებს ახალციხეში სამართალდამცველები არ ემორჩილებიან. რუსთაველის ქუჩაზე, კაფე–ბარ „ივერია“–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურზე, ათობით ავტომობილია გაჩერებული, რომლის მფლობელებიც სამართალდამცველები არიან. აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას საგზაო ნიშანი გაჩერება აკრძალულია. თუმცა ძალოვანებისთვის … Continue reading

კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წარედგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვს პირს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი წარუდგინა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2016 წლის … Continue reading

ადიგენის საკრებულომ, ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა

ადიგენის საკრებულომ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე ეხება წარმომადგენლობითი ორგანოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ლობჯანიძეს, რომელმაც თანამდებობიდან გადაყენება უკანონოდ მიიჩნია და უფლებების დასაცავად სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მიღებული გადაწყვეტილება კი … Continue reading

“შვილი მოგვიკლეს, დამნაშავე თავისუფალია“ – გოგოლაძეები გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

გოგოლაძეების ოჯახი მათი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს. მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება საქმის გახსნითა და ბრალდებულის დაკავებით დაინტერესებული არ არის. გოგოლაძეები ამბობენ, რომ მათ ეჭვებს არაერთი … Continue reading

,,ბაკურიანის მიწების საქმეზე“ დაკავებულს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. ,,ბაკურიანის მიწების საქმეზე“ დაკავებულ ადგილობრივს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. დაცვის მხარემ, ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარი გირაოს შეფარდება და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობა შესთავაზა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ, … Continue reading

ბაკურიანში თაღლითობის ბრალდებით, მიწის კიდევ ერთი მფლობელი დააკავეს

ე.წ „ბაკურიანის საქმეზე“ კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს. ადგილობრივი მცხოვრები   ალექსანდრე ბოლოთაშვილი დღეს 24 მაისს, სამართალდამცვლებმა ბაკურიანში აიყვანეს. ბრალდებულის მხარდასაჭერად დღესვე მოსახლეობა შეიკრიბა და მისი დაკავება გააპროტესტა. „ეს არის  ტერორი ბაკურიანელებზე … Continue reading

შსს–მ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ჩხუბის ფაქტზე მყისიერად მოხდა რეაგირება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე