აქციის მონაწილეებმა სასამართლოს კარი ცოცხებით ამოქოლეს
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქცია გრძელდება. აქტივისტები მოსამართლესთან ჟურნალისტების შეხვედრას ითხოვენ. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, ამ დროისათვის გოჩა ჯეირანაშვილი სასამართლო პროცესზე იმყოფება, რის გამოც აქტივისტების მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება. … Continue reading
აქციის მონაწილეები გოჩა ჯეირანაშვილის დასჯას მოითხოვენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 100–მდე აქტივისტია შეკრებილი. მათ მხარდამჭერები საქართველოს დედაქალაქიდან და სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან. აქციის მონაწილეები ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის გოჩა ჯეირანაშვილის … Continue reading
ახალციხის სასამართლოსთან აქცია იწყება
ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი ბორჯომის შსს რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის მამაუკა ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ აქცია გუშინ დაგეგმა. მათ დღეს მხარდამჭერები ახალციხის, ასპინძისა … Continue reading
პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლე პროკურორს ურჩევდა, ბრალდებულებისთვის მათი გათავისუფლების პირობით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა
პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის პროკურორ გივი პაპუაშვილს ურჩევდა, პირის დამცირებაში, არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში ბრალდებული პირებისთვის მათი გათავისუფლების პირობით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა. … Continue reading
პროკურატურა ხვედელიანის გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს
„სასამართლომ აბსოლუტურად არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო“–ეს განცხადება, დღეს სამცხე–ჯავახეთის ოლქის მთავარმა პროკურორმა „ექოსთან“ საუბარში, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსისა და მასთან ერთად კიდევ ოთხი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა. … Continue reading
სამართალდამცავებმა ვაჰაგან ჩახალიანის ძმა დააკავეს
სამართალდამცავებმა 28 ივნისს, ნინოწმინდაში, ,, ჯავახკის” აქტივისტის, ვაჰაგან ჩახალიანის ძმა დააკავეს. არმენ ჩახალიანთან ერთად კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, ისინი პოლიციამ ხულიგნობის ფაქტზე დააკავა. ,, ვაჰაგან ჩახალიანის ძმა და კიდევ 4 … Continue reading
ახალციხეში ავარიას 26 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა
25 ივნისს ახალციხეში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მინაძესთან დაახლოებით 20 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სკუტერით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მერსედერსის მარკის … Continue reading
2000 ლარი თავისუფლების სანაცვლოდ
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწესა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ოთხ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. სამართალდამცავებმა ისინი 15 ივნისს უკანონო თევჭერის ფაქტზე აიყვანეს.
ნარკომანიის საწინააღმდეგო ღონისძიება ახალციხეში
ფინანსთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა შემოწმება გაიარეს. პრევენციული ღონისძიება ნარკომანიასთან ბრძოლას მიეძღვნა.
აკრძალული მეთოდებით თევზაობა აკრძალულ დროს
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწესა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ოთხ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. სამართალდამცავებმა ისინი 15 ივნისს უკანონო თევჭერის ფაქტზე აიყვანეს.
პოლიციამ ადიგენის გამგებლის თანაშემწე დააკავა
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სამართალდამცავებმა 15 ივნისს დააკავეს. ზაზა ჩილინგარაშვილი მდინარე ფოცხოვზე უკანონო თევზასაჭერი მოწყობილობით თევზაობდა. ახალციხის რაიონული პროკურორის გოდერძი გოდერძიშვილის განცხადებით, დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიება დღეს შეეფარდება. თუ რა სახის … Continue reading
ობსერვატორიის თანამშრომლებზე დისციპლინარული სასჯელი აღიძრა
აბასთუმნის ობსერვატორიის 4 თანამშრომელზე დისციპლინარული სასჯელი აღიძრა. ამასთან დაკავშირებით, ცნობა მეცნიერებმა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღეს. აღნიშული გადაწყვეტილების მიზეზად, სასწავლებლის მხრიდან, ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს დაცლის დროს, მეცნიერ-თანამშრომლების პროტესტი სახელდება.



You must be logged in to post a comment.