ვალის რწმუნებული ახალციხის გამგეობას სასამართლოში უჩივის
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვალის ყოფილი რწმუნებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. ზურაბ ნასყიდაშვილი სამსახურში დაბრუნებას სასამართლოს ძალით ცდილობს. ტერიტორიული გაერთიანების პირველი პირი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაკავებული თანამდებობიდან 6 სექტემბერს გაათავისუფლა, რადგან მან … Continue reading
სიმონ პარუნაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ სამი პირის, რატი ტატალაშვილის, ჯემალ იაკობაძისა და გელა აღლემაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე სატენდერო კომისიის წევრები და გამგეობის … Continue reading
ასპინძის მუნიციპალიტეტის რწმუნებულები თანამდებობებზე აღდგენას სასამართლოს ძალით ცდილობენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი რწმუნებულები გივი ჩოხელი, ტარიელ აფციაური და ჯემალ იაკობიძე გამგეობისგან ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოპასუხე მხარის მტკიცებით, ტერიტორული გაერთიანების პირველი პირები პირადი განცხადების საფუძველზე … Continue reading
ასპინძაში პრობაციონერები დაასაქმეს
სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს ხელშეწყობით, ასპინძის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. პრობაციის ბიუროს ინფორმაციით, ბიუროში აღრიცხვაზე აყვანისას, პირობით მსჯავრდებულმა გიორგი ი-მ განმარტა, რომ მისი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და მუშაობის … Continue reading
ვალეს საბაჟოზე ფსიქოტროპული პრეპარატები აღმოაჩინეს
2013 წლის 7 ოქტომბერს ს.გ.პ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურჩეთის მხრიდან ირანის სამი მოქალაქე შემოვიდა, რომელთა ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული პრეპარატები. მოქალაქე ბ.ზ.–ს 10 აბი დიფენოქსილატი … Continue reading
ზურაბ ჩილინგარაშვილი:”მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება”
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული, სამი პირის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე ორი ბრალდებული მოწმის სახით დაიკითხა, მათ შორის იყო ადიგენის … Continue reading
გიორგი გელხაური: ,,სიმონ პარუნაშვილის დაკავება ,,შეკერილი” საქმეებით მოხდა”
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ადიგენის ყოფილი გამგებლის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე, მოსამართლემ, სიმონ პარუნაშვილთან ერთად მისი ყოფილი მოადგილის რატი ტატალაშვილის, საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის ჯემალ იაკობიძისა და ეკონომიკისა … Continue reading
უფასო იურიდიული კონსულტაცია მოსახლეობისათვის
იურიდიული დახმარების სამსახურის ახალციხის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ ორგანიზაციის ადვოკატებთან ერთად ადგილობრივების კითხვებს უპასუხა და მათ იურიდიული დახმარება ადგილზე გაუწია.
სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მისი მოდგილის, რატი ტატალაშვილის წინა სასამართლო პროცესი დასრულდა. სიმონ პარუნაშვილის ადვოკატმა პროცესზე მოსამართლესთან სამი შუამდგომლობა დააყენა, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა. მართლმსაჯულების … Continue reading
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი სამცხე-ჯავახეთშიც განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის რებრენდინგს აგრძელებს. დღეს ახალი საპატრულო მანქანები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ოფიციალურად გადაეცა. ღონისძიება ახალციხეში გაიმართა. მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამცხე-ჯავახეთში საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა … Continue reading
“რუსთავი 2″–სა და “იმედი”–ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიმწოდებელი ასპინძელი აღმოჩნდა
პირი, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედი“-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორს ინფორმაცია მიაწოდა– ასპინძაში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული მილერ ბ. აღმოჩნდა. არასრულწლოვანმა … Continue reading
ლევან თუმანიშვილს სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა
სამსაათიანი სასამართლო განხილვა და განაჩენი. ახალციხის რაიონულ სასამართლოში შ.პ.ს „ტაოს“ დამფუძნებლის ლევან თუმანიშვილისა და მისი ყოფილი საფინანსო საქმეთა მწარმოებლის სასამართლო პროცესი გუშინ გვიან ღამით დასრულდა. მოსამართლემ ბრალმდებელი მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ … Continue reading



You must be logged in to post a comment.