შსს-მ ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს–მ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “აკ-74”, “ეფ-1”-ის ტიპის 1 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 2 დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 248 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. http://www.youtube.com/watch?v=CL6cEKwEQp8&feature=youtu.be
პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე ინსპექტირების ჯგუფი დაიკითხა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის, სიმონ პარუნაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ამჯერად სხდომაზე ბრალდების მხარემ დასაკითხად ინსპექტირების ჯგუფის წევრები წარმოადგინა. 5 მოწმიდან ერთი მათგანი პროკურორმა თავად მოხსნა. გურამ … Continue reading
სამცხე–ჯავახეთის ოლქის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გახდა
სამცხე–ჯავახეთს ახალი საოლქო პროკურორი ჰყავს. დღეს თანამდებობაზე ოფიციალურად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. პროკურატურის ინფორმაციით იგი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადსხვა თანამდებობაზე მუშაობდა. სამცხე–ჯავახეთის საოლქოს უკვე ყოფილმა პროკურორმა გიორგი … Continue reading
“რაბათის საქმე”-ზე გამოძიება ბოლო ეტაპზე გადადის
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება ბოლო ეტაპზე გადადის. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ამ დროისათვის საბუღალტრო ექსპერტიზას აწარმოებს.
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ადაპტაცია საზოგადოებაში
იურისტების ამბობენ, რომ არასრულწლოვანთან მიმართებაში კანონი ყოველთვის ჰუმანურია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ინტერესია მოზარდი საპატიმრომდე არ მივიდეს, დანაშაულის სიმძიმე ზოგჯერ იძულებულს ხდის არასრულწლოვანი იზოლირებული ამყოფოს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი შსს მინისტრი დაასახელა
ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს. 2013 წლის მარტიდან პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა სამინიტროს სხვადასხვა პოზიციებზე ის 2008 … Continue reading
დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე თუ ცილისწამება?
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 27 წლის პავლე ბაღდოშვილი ჰყვება, რომ პიროვნება, რომელიც მას თავს დაესხა, “ქართული ოცნების” ბორჯომის შატბის ხელმძღვანელის არასრულწლოვანი ვაჟია. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევა … Continue reading
შსს–ს ინფორმაციით 2013 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა იმატა
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 10 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, რეგიონების მიხედვით. სტატისტიკური მონაცემებით 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, … Continue reading
ახალციხეში ველური კანაფი გაანადგურეს
ანტინარკოტიკული აქცია ახალციხეში. დღეს რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ახალციხის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ველური კანაფი გაანადგურეს. აქცია „საზოგადოებრივი პროკურატურა“ პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანიც ნარკოდანაშაულის პრევენცია და ახალგაზრდებთან … Continue reading
ახალციხეში ანტინარკოტიკული აქცია გაიმართება
ახალციხის რაიონული პროკურატურა, 31 ოქტომბერს ახალციხეში აქციას გეგმავს. მის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ადგილში ველურად ამოსული კანაფი განადგურდება. პროექტში, რომელსაც საზოგადოებრივი პროკურატურა ახორციელებს, ახალციხის საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. … Continue reading
ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს მიმართავს
პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი, საკუთარი ფეისბუქის მეშვეობით მოსამართლეს მიმართავს. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაერთხელ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და იგი სხდომაზე სისტემატურ სიარულს აღარ … Continue reading
ვალის ყოფილი რწმუნებულის მორიგი სასამართლო პროცესი
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვალის ყოფილი რწმუნებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე ახალციხის საკრებულოს დაავალა, რომ გარკვეული გარემოებების განხილვა დაამატოს და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოს. ზურაბ ნასყიდაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის … Continue reading



You must be logged in to post a comment.