ნუგზარ სამარჯიშვილი: ” ბესიკ ბლიაძე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგება”
ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე პირველი მოადგილე, მალხაზ ჟუჟუნაძე ოფიციალურად დღეს დაინიშნა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს სასამართლოდან განჩინება დღეს წარედგინა. რის საფუძველზეც ყოფილი გამგებელი ბესიკ ბლიაძე თანამდებობიდან … Continue reading
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა
ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „ვალე“ და „სარფი“ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. კერძოდ, „ვალეში“ თურქეთის მხრიდან კანადის მოქალაქე რ.შ. შემოვიდა, რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „ტრამადოლი“ აღმოაჩნდა (14,5 აბი). … Continue reading
სამსახურეობრივი სიყალბე თუ უფლებამოსილების გადამეტება?
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროკურატურა დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ბესიკ ბლიაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობრივი უფლებამოსილება ოფიციალურად 26 მარტიდან შეუჩერდა. ამის მიზეზი ის ბრალდება გახდა, რომელიც პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 341–ე მუხლით წარუდგინა.
ბესიკ ბლიაძის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ადვოკატი ბესიკ ბლიაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებისა და თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს. ნუგზარ სამარჯიშვილის მტკიცებით, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება. მისივე თქმით, პროკურატურის … Continue reading
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკის შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკის შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის ცნობი , 60 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის Chlordiazepoxide-ის შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა 19 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ვალე”. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების … Continue reading
ადიგენში ქურდობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
16 მარტს, ადიგენის პოლიციამ 4 პიროვნება დააკავა. მათ ბრალი საქონლის ქურდობაში ედებათ. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან პირუტყვს სისტემატიურად იპარავდნენ. 4 პიროვნებიდან ერთი სოფელ უდის მკვიდრია, დანარჩენები კი … Continue reading
სოფელ დგვარში ხანძარს 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დგვარში ხანძარს 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.ბონდო გოგოლაძის ცხედარს ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდება. უბედური შემთხვევა დაახლოებით დღის სამი საათისათვის მოხდა. საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მისულ სახანძრო სამსახურის … Continue reading
ახალი ფაქტები ადიგენის რესურსცენტრის ყოფილი დირექტორის საქმეზე
ადიგენის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე, გამოძიებას კიდევ ოთხი პედაგოგის განცხადება დაემატება–ამის შესახებ “მეცხრე არხთან“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ ცენტრალური ოფისის თავმჯდომარემ განაცხადა. რა წერია აღნიშნულ განცხადებებში ქეთევან ხმალაძე არ ასაჯაროვებს, … Continue reading
მოქალაქემ ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში მცხოვრებმა, 1984 წელს დაბადებულმა სამველ მ-მ ნებაყოფლობით წარადგინა და ჩააბარა: „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 4 ცალი ხელყუმბარა, 12 დეტონატორი, „ა-კა-ეს“-ის მოდელის … Continue reading
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის მცველი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხი დანაშაულებრივი ფაქტი აღკვეთა. საქმე ეხება სატყეო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, კერძოდ: ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების დამზადება–გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, … Continue reading
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა
შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალციხეში, ქრთამის აღების ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის … Continue reading



You must be logged in to post a comment.