საიას საჩივრები ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განიხილა
დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორი სარჩელი #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პირველი სხდომა 16:15 საათზე დაიწყო. პროცესს, მეორე და მეოცე უბნების კომისსიის თავმჯომარეები, მდივნები ასევე … Continue reading
საიამ ახალციხის საოლქოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ #37–ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის იურისტმა დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. ორივე მათგანი უბნებიდან შესულ შემაჯამებელ ოქმებში დაშვებულ დარღვევებს შეეხებოდა.
ტელეკომპანია ,,მე-9 არხს”კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უჩივლა
,,სასამართლო ათავისუფლებს შპს ,,იმპერია”-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და შემოიფარგლება სიტყვიერი შენიშვნით” – ეს განაჩენი დღეს ტელეკომპანია ,,მე-9 არხს” მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამოუტანა. დღევანდელ პროცესზე მაუწყებელს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ბრალი სარეკლამო … Continue reading
“ვალეს” -ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ინტერპოლით ძებნილი პიროვნება დააკავეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გამშვებ პუნქტ „ვალე“-ს თანამშრომლებმა ვარშავას ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1953 წელს დაბადებული იბრაჰიმ აკაია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას „ვალე“-ს … Continue reading
ვალეს საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს
თურქეთის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტის “ვალეს” ტერიტორიაზე შემოსულ ირანის მოქალაქე ჰ.ჯ.-ს დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩნდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, ირანის მოქალაქეს 5 აბი TRAMADOL და 33 … Continue reading
სასამართლომ ეკა ტატალაშვილი გაამართლა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ეკა ტატალაშვილისა და მეგი კაჭკაჭაშვილის სამსამართლო პროცესზე მოსამართლემ სარეზოლუციო სიტყვა წაიკითხა, რომლის თანახმადაც ეკა ტატალაშვილის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო … Continue reading
ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესზე ერთი მოწმე დაიკითხა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამათლო სხდომა გაიმართა. პროკურატურამ დღეს მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრებისა და საქმის წარმოების ყოფილმა სპეციალისტმა ეკა ტატალაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, … Continue reading
სამცხე-ჯავახეთში შსს-მ დაღუპული პოლიციელების სახელობის მემორიალები გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინიციატივით, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ადიგენის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების წინ, დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები გაიხსნა.სამსახურებრივი მოვალეობის … Continue reading
შსს-ს ინფორმაციით ვალიკო ივანიძემ ქრთამის სახით 600 ლარი აიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის თემის და სოფელ აწყვიტას ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი … Continue reading
აწყვიტის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყვიტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დაკავებულია. ვალიკო ივანიძე სამართლადამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანეს. ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის შტ აბის ფესიბუქის გვერდზე გავრცელდა, რასაც “მეცხრე არხთან” მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეც … Continue reading
პირველი სკოლის მოსწავლეები ავტოავარიაში მოყვნენ
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები 27 მაისს, ღამით ავტოავარიაში მოყვნენ. დაახლოებით 23:00 საათზე მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მოსწავლეების ისხდნენ, ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთ–ერთი მათგანი თბილისში გადაიყვანეს, რომელსაც … Continue reading
ბიჭის გაუპატიურების ფაქტი ახალციხეში
გაუპატიურების ფაქტი ახალციხეში. 18 წლის მოზარდი 45 წლის მამაკაცს ძალის გამოყენებაში სდებს ბრალს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.



You must be logged in to post a comment.