”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ხანდოს მაცხოვრებლები სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

სოფელ ხანდოს მაცხოვრებლები  სამართალდამცველებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალქალაქის პოლიციის შენობაში, დაკითხვისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

08/09/2016 · 3 Comments

დედისა და შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა, საპატიმროში თავი მოიკლა

სოფელ ვაჩიანში, დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, საპატიმრო დაწესებულებაში თავი მოიკლა. შემთხვევა 27 აგვისტოს, გლდანის მე–8 საპყრობილეში მოხდა. 

სოფელ ხანდოში 78 წლის ქალი სავარაუდოდ, მოკლულია

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში, 78 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი, მეზობლებმა 28 აგვისტოს იპოვეს.

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შეედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. 

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, გედევან ფოფხაძის ძმას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მმართველი პარტიიდან, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გიორგი გიუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, გედევან ფოფხაძის ძმა და ,,ქართული ოცნების“ ათამდე მხარდამჭერი, გიუაშვილსა და … Continue reading

ქეთევან ხმალაძემ, პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქეთევან ხმალაძისა და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის მსვლელობისას დარბაზი ხმალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სამცხე–ჯავახეთში საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

სამცხე–ჯავახეთის ექვსმა მაცხოვრებელმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

,,შვილიშვილმა მცემა და სახლიდან გამაგდო“ – საოჯახო დავა ღრელში

81 წლის ბესარიონ ტაბატაძე საცხოვრებელი სახლის დასაბრუნებლად იბრძვის. ხანშიშესული მამაკაცი ამბობს, რომ ღრელში, მისი სახლ–კარი, შვილიშვილმა მოტყუებით სამი წლის წინ გადაიფორმა და პაპა სახლიდან გააგდო. 

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს სახელმწიფოს ადვოკატები დაიცავენ

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულებიდან სამ პირს ადვოკატები სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნებათ – აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა დღეს, 21 ივლისს  გამართულ სასამართლო სხდომაზე მიიღო.

ბორჯომში ორი პირი სამართალდამცველებისთვის ქრთამის შეთავაზების გამო დააკავეს

ბორჯომში ორი პირი 1970 წელს დაბადებული ვეფხია შ. და 1971 წელს დაბადებული ბესიკ ბ. ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.  

ერევნის პოლიციაზე შეიარაღებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა

ერევანში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმისას პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულ ცნობას panarmenian.net ავრცელებს.

“ნიკოლოზ მეტრეველი მარტო იმიტომ არის პატიმრობაში, რომ გატეხონ” – ირაკლი ბარძიმაძე

ბაკურიანის მიწების საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულ ნიკოლოზ მეტრეველს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა 16 ივლისს გაიმართა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე