შსს-მ სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მარილი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მარტინ ბ. ფალსიფიკაციის ფაქტზე ამხილეს. შსს–ს ინფორმაციით, … Continue reading
ბიძინა გოზალოვი “ბიპის” ნათესების განადგურებაში ადანაშაულებს
კიდევ ერთი პრეტენზია,,ბიპის“ მისამართით– ვალის მაცხოვრებელი ორაგანიზაციისაგან კომპენსაციას მოითხოვს. ბიზინა გოზალოვი ამბობს, რომ “ბრითიშ პეტროლიუმის“ ტექნიკამ მის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი თვითნებურად დააზიანა. 2 ჰექტარზე განადგურდა კარტოფილისა და ხორბლის ნათესები. … Continue reading
ახალციხეში და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე -ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე სამასალე ხე -ტყის უკანონო ჭრის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ 33 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე მოიპოვეს. გარემოსთვის მიყენებული ზიანი … Continue reading
შსს-მ მინერალური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლება, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, 1960 წელს დაბადებული, ბორჯომში მცხოვრები თამაზ შ. მინერალური სასმელების ფალსიფიცირებაში ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თამაზ შ. … Continue reading
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის მიერ ბორჯომის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი სპეციალისტი, სამსახურში აღდგენასა და გაცდენილი საათების საფასურის ანაზღაურებას ითხოვდა. მოსამართლის განმარტებით, … Continue reading
ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
29 მაისს, ’’ვალეს’’ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს. აკრძალულ მედიკამენტებს განკუთვნილი საქონელი, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი, 20 აბი დიფენოქსილატი, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების … Continue reading
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მალხაზ ხ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის … Continue reading
სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელი გაამართლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელი გაამართლა. ზაურ ლეკიშვილის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა. ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურორი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში მაინც გაასაჩივრებს.
შს მინისტრმა გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ბორჯომს ესტუმრა. ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა. დღეიდან გიორგი ბერუაშვილის სახელი ეწოდება იმ ქუჩასაც სადაც ის ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა … Continue reading
ახალციხეში რესტორანი ,,ივერია“ გაქურდეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე რესტორან ,,ივერიაში“ ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. დილის 10 საათზე მისულ თანამშრომლებს მინის კარი ჩამსხვრეული დახვდათ, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. პოლიცია ამ დროისთვის შენობაში მოკვლევას აწარმოებს, … Continue reading
27 მაისს ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან
27 მაისს ბორჯომში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ელოდებიან. მინისტრი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ბორჯომელი პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის სახელობის სკვერს, ქუჩას და მემორიალს გახსნის. ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები … Continue reading
ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო
ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. ამის მიზეზი, ბრალდებულის მხრიდან ადვოკატის აცილების მოთხოვნა იყო. რატი დემეტრაძემ საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე მოითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ბარძიმაძე … Continue reading



You must be logged in to post a comment.