”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა, დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა. 

მლაშეს მოსახლეობა გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს მოსახლეობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის. 2015 წელს მლაშე–მოხე–დერცელის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების  დროს, 20–მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანდა.

პროკურორი გელა მაღრაძე, ახალციხის N3 სკოლის მოსწავლეებს, დანაშაულთა პრევენციაზე ესაუბრა

ახალციხის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლექცია–სემინარი ჩაუტარა. პროკურორი გელა მაღრაძე ახალგაზრდებს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებსა და პრევენციის შესახებ ესაუბრა.  

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი უცხოელი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე, კოტ დ’ივუარის ორი და განას რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს … Continue reading

სამართალდამცველებმა ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით,  ექვსი პირი დააკავეს: 1993 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული მ.ჯ., 1995 წელს დაბადებული უ.ჯ., 1994 წელს დაბადებული ა.ვ., … Continue reading

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მეორე სკოლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა

პროკურორი გელა მაღრაძე ახალციხის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს  შეხვდა და ლექცია– სემინარი ჩაუტარა.  ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკები, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული, ქურდობა, ძარცვა – ეს ის საკითხებია, რომელზეც ახალციხის რაიონული პროკურატურის … Continue reading

სხვილისში მაღაზიის გაქურდვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ

სოფელ სხვილისში სურსათის მაღაზია გაქურდეს. პოზოიანების კუთვნილი ობიექტიდან 450 ლარამდე თანხა გაიტანეს.

ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს, მთავრობამ მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს

ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სიმონ პარუნაშვილსა და რატი ტატალაშვილს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით,  მთავრობამ მათ მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

ქეთევან ხმალაძეს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმისა და  მკვლელობის საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ექვსი ბრალდებულიდან მხოლოდ ერთი – დარიკო შავაძე გაამართლა. 

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, ნინოწმინდაში მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სასამართლო, ქეთევან ხმალაძეს განაჩენს მომდევნო სხდომაზე გამოუტანს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქეთევან ხმალაძისა და მასთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. 

ახალქალქის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი შალვა ლომსაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მისი ადგილი ნიკოლოზ ხუციშვილმა დაიკავა. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე