”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამ წუთებში ბორჯომში ცენტრალური გზა გადაკეტილია, ერთმანეთს სატვირთო  და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ. გარდაცვლილია სატვირთო მანქანის მძღოლი, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მნიმდინარეობს. აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების … Continue reading

პროკურატურის შუამდგომლობით ასპინძაში პრობაციონერი დასაქმდა

ახალციხის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობით  პრობაციონერი საჯარო სამსახურში დასაქმდა. ბექა ფოცხვერაშვილმა მუშაობა ასპინძის გამგეობაში დაიწყო. შესაბამისი ხელშეკრულება გამგეობის ა(ა)იპ–ი “გარეგანათების” ხელმძღვანელსა და პრობაციონერს შორის დღეს, 18 სექტემბერს გაფორმდა. იგი დამხმარე სპეციალისტად … Continue reading

საკირესა და აწყურში უკანონო ხე–ტყე და სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის თანამშრომლებმა ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის ტერიტორიაზე უკანოდ მოპოვებული ოთხი კუბური მეტრი მრგვალი მორი აღმოაჩინეს. ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრებ … Continue reading

მზეთამზეში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში, მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხი სააქმრო ჰქონდა განთავსებული. ადგილზე ასევე აღმოჩენილი იქნა … Continue reading

ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები და ხე–ტყე აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები და ხე–ტყე აღმოაჩინეს. კერძოდ, სოფელ დგვარში – მოქალაქის ავტოფარეხში უკანონოდ მოპოვებული მრგვალ მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი); ახალდაბასთან – მოქალაქის ავტომობილის … Continue reading

ადიგენის ა(ა)იპ–ი ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს

ადიგენის  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის ლალი მაისურაძის წინააღმდეგ ა(ა)იპ–ი საქმის მოგებას მაღალ ინსტანციაში ეცდება. “ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს” – აცხადებს … Continue reading

შალვა აბულაძე: “ტანსაცმელი სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ ჩამაცვეს”

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, შალვა აბულძის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო განხილვები გრძელდება. სხდომას ბრალდებული დღეს პირველად დაესწრო.  პროცესის უმეტესი დრო შალვა აბულაძის განცხადებას დაეთმო, სადაც მან საპატიმრო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ბრალდებული პროცესზე … Continue reading

შალვა აბულაძე დაზარალებულებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულძე განცხადებას აკეთებს. ბრალდებული თავს  ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს. იგი საპატიმროში არსებულ პირობებზე საუბრობს.  მისი თქმით, თავდაპირველად, სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვა. გარკვეული დროის შემდეგ კი ისიც დაეხა. “მთელი ზაფხული … Continue reading

ახალციხის სასამართლოში შალვა აბულაძის საქმეს განიხილავენ

ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება ბრალდებული. დარბაზში მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. საქმეს მოსამართლე  გოჩა ჯეირანაშვილი   განიხილავს. დღეს სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე, მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, რადგან … Continue reading

რატი დემეტრაძის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა

ხევაშენში ბესო ენდელაძის საქმესთან დაკავშირებით, ფაქტის  შეუტყობინებლობაში ბრალდებულის რატი დემეტრაძის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ  განიხილა და ძალაში დატოვა.  დემეტრაძის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უზენაესში … Continue reading

მზეთამზეში დალუქული უკანონო სახერხის გამოყენების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში უკანონო სახერხი აღმოაჩინეს, რომელიც თავდაპირველად დალუქული იყო სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახერხზე დადებული … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.  სოფელ ზანავთან კი სამართალდამცველებმა, მორიგი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე