”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოვლინდა

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურთან ერთად განხორციელებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელის მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკირეში ხე-ტყის … Continue reading

სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

          სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. შსს-ს ინფორმაციით აღნიშნული პოსტი დღეს, 3 ოქტომბერს გიორგი ნასყიდაშვილმა დაიკავა, რომელმაც დავით მაღრაძე შეცვალა. რაც შეეხება დავით მაღრაძეს, საპატრულო პოლიციის … Continue reading

ბორჯომში ხე–ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. ქალაქ ბორჯომში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული იქნა ავტომანქანა, რომლის ძარაზეც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. აღნიშნული ავტომანქანა დაილუქა და … Continue reading

მაიზერ ბაბლუანი: “ახალციხეში მოსამართლეები ერთმანეთის დანაშაულს აგრძელებენ”

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი პირის ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის  პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წაეკითხათ, თუმცა პროკურორი აღნიშნულისთვის მზად არ იყო. სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატმა … Continue reading

აწყურში უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქნის ტრანსპორტირების ფაქტი აღკვეთეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი აღმოაჩინეს. ავტომანქანა დალუქეს და საფინანსო სააგენტოში … Continue reading

ვალერიან გრძელიშვილი: “დარწმუნებული ვარ, რომ ცეცხლი შალვა აბულაძემ გაგვიხსნა”

ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა-ტარებაში  ბრალდებულის სასამართლო სხდომა ისევ თბილისის ეპიზოდით გაგრძელდა.  ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესს თავად ბრალდებული პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. დაცვის მხარის განმარტებით, … Continue reading

შალვა აბულაძე სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება

ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებული ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესს არ ესწრება. დაცვის მხარის განმარტებით, შალვა აბულაძეს მგზავრობის დროს საკვებს არ აძლევენ, რის გამოც მან … Continue reading

მარინა გელაშვილი: “სამსახურიდან იმის გამო გამათავისუფლეს, რომ გამგებლის ძმაკაცის ცოლი დაენიშნათ”

დღეს, 30 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი გაიმართა. მარინა გელაშვილი გამგებლის დადგენილების ბათილად ცნობას, განაცდური საათებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა … Continue reading

ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლის ქურდობაზე ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

 ვანო მერაბიშვილის მშობლების სახლის ქურდობაზე ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ. აღნიშნული განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა, რომლის მიხედვითაც გირგი შელიას ხუთი წლითა და ცხრათვით, თამაზ ქუთათელაძეს ხუთი წლით, ხოლო ზაზა ქოჩიშვილს ხუთი … Continue reading

“ვალეს” საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

 დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის საქონლის მალულად, კანონდარღვევით ქვეყნიდან გატანის ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს  ავტობუსი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე … Continue reading

სასამართლომ „ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სასტუმრო „ჯინო ველნესის“ ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნინო ბერიძე სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.  დაცვის მხარე მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. … Continue reading

შალვა აბულაძე: “ჩემს აზროვნებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს 12 საათიანი შიმშილობა”

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სხდომა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე, მოწმეები თბილისის ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხნენ. შემთხვევის ორმა თვითმხილვევლამა, სასამართლოზე 4 აპრილის ღამე გაიხსენა და პოლიციელებზე თავდასხმის დეტალები აღწერა. მესამე … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე