”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დაჭრილი პოლიციელის ჩვენებას შალვა აბულაძის ადვოკატი სიცრუედ მიიჩნევს

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის სასამართლო სხდომა ბორჯომის ეპიზოდის გამოკვლევით გაგრძელდა. პროცესზე გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე დაიკითხა. გიორგი მახარაშვილმა 23 იანვრის ღამე დეტალურად აღწერა, რა დროსაც იგი თანამშრომელთან … Continue reading

სამცხე ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები აღკვეთეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს მიკროავტობუსით  პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი გადაჰქონდა. ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია მძღოლმა ვერ წარადგინა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნა … Continue reading

დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურით დასრულდა

ხმაურით დასრულდა სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართოლოში. დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებისა და მოკლული სარქის აკოფიანის ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. იგიტიანის, ნალბანდიანისა და კარაპეტიანის პროცესზე ბრალდების მხარის 5 … Continue reading

ორი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება

ორი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება. დაცვისა და  ბრალდების მხარემ თბილისის ეპიზოდი განიხილეს და ორი გამომძიებელი დაკითხეს, რომლებმაც 4 აპრილს მომხდარი  შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. ადვოკატი შალვა … Continue reading

თისელში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა მიწის ნაყოფიერი ფენა შესაბამისი ნებართვის გარეშე მოხსნა. შედგენილია შესაბამისი აქტი.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და სახერხი საამქროები დალუქა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე 4 პირი  ამხილეს. სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მხილებულების … Continue reading

სასამართლომ ახალციხის მერიას, 100 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟი დააკისრა

ბათილად ცნობილი გასაუბრების აქტი და  ახალციხის მერიისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით – ახალციხის რაიონულამა სასამართლომ „სამართლიანი  არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი დააკმაყოფილა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაცია  … Continue reading

სააპელაციო სასამართლომ ადიგენის საკრებულოს საჩივარი წარმოებაში მიიღო

ადიგენის საკრებულომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.  ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი „მეცხრე არხთან“ აცხადებს, რომ  საკრებულო პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და   იმ ოქმის ძალაში დარჩენას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, … Continue reading

თაღლითობაში მსჯავრდებულის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა

სოფელ ხერთვისში მცხოვრებ დავით ჯაბანაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, დაცვის მხარემ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. იოსებ ხითარიშვილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების  გაუქმებასა და ჯაბანაშვილისთვის  გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. ადვოკატი „მეცხრე … Continue reading

მაიზერ ბაბლუანი: „სამართალდამცველები ქმნიდნენ და თეთრი ძაფით კერავდნენ სიყალბეებს“

დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, არსებითი განხილვით გაგრძელდა. ნალბანდიანის, იგიტიანისა და კარაპეტიანის ბრალდებებთან დაკავშირებით ორი მოწმე დაიკითხა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მთავარის სამმართველოს თანმშრომლებმა გიორგი ფარცახაშვილმა და ელგუჯა ტაბატაძემ, პროცესზე სარქის … Continue reading

ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა

“გაუკუღმართებული ქათმების პარტია”,    “ნაცისტურ–ქათმური მოძრაობა – ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ” – ახალციხეში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსის პლაკატები გამოჩნდა, შეურაცხმყოფელ ფოტოებზე  ,,რუსთავი 2–ის“ ჟურნალისტები და ოპოზიციური პარტიის … Continue reading

ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები და უკანონოდ მოქმედი სახერხი–დანადგარები სამცხე–ჯავახეთში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს და უკანონოდ მოქმედი სახერხი–დანადგარები აღმოაჩინეს ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა მიკროავტობუსი, რომელიც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით. აღნიშნული ავტომანქანა … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე