”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შალვა აბულაძე საკუთარ ადვოკატს უნდობლობას უცხადებს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულისა და ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, შალვა აბულაძის  პროცესი 18 დეკემბრამდე გადაიდო.  მოსამართლის განმარტებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სხდომაზე დასწრებაზე ისევ უარს აცხადებს. თუმცა, რატომ არ ესწრება პროცესს … Continue reading

ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში, გიორგი კოპაძის წინააღმდეგ, საჩივარი შეიტანა. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ახალციხის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან … Continue reading

ბრალდებულისა და ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, აბულაძის პროცესზე შესვენებაა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულისა და ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, შალვა აბულაძის  პროცესზე შესვენება გამოცხადდა. მოსამართლის განმარტებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სხდომაზე დასწრებაზე ისევ უარს აცხადებს. თუმცა, რატომ არ ესწრება პროცესს აბულაძის ადვოკატი, გოჩა … Continue reading

,,პატიმრებს ბოთლზე სვამდი” – ბრალდებისთვის დეპუტატი ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივის

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თოქ–შოუ „დიალოგში“ გაკეთებული განცხადების გამო, ჯიმშერ გოგოლაური ქალაქის მერს პროკურატურაში უჩივის. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“  საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, გადაცემაში გიორგი კოპაძემ, მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის … Continue reading

კარწახში შრი–ლანკის რესპუბლიკის 6 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ კარწახში  შრი-ლანკის რესპუბლიკის 6 მოქალაქე საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებს პიროვნების … Continue reading

ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები სამცხე–ჯავახეთში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საღრძის მიმდებარედ ნანახი იქნა მორები, რომელთა საერთო რაოდენობამ  51 ერთეული შეადგინა. ამ დროისთვის სამართალდამრღვევების ვინაობა უცნობია. … Continue reading

ერთი გარდაცვლილი, ორი მოწამლული – უბედური შემთხვევა ახალქალაქში

ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოიწამლა. უბედური შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში, 9 დეკემბერს მოხდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ედუარდ აღასარიანის თქმით, ორივე დაზარალებულს პირველადი დახმარება რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის … Continue reading

ახალციხის სასამართლომ, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ადვოკატი 100 ლარით დააჯარიმა

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოს, სარქის აკოფიანის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, საექსპერტო დასკვნა წარუდგინა, რაც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო. მაიზერ ბაბლუანი აცხადებს, რომ … Continue reading

ნუგზარ სამარჯიშვილი:”სასამართლო და პროკურატურა მალე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება”

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე  თავდასხმაში ბრალდებულთა საქმის განხილვა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ერთ–ერთი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. ბესიკ ხარშილაძისთვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. დღეს, … Continue reading

სასამართლომ ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სარჩელის განხილვა დაიწყო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსამზადებელ  სხდომაზე მოსარჩელემ გამგეობის წინააღმდეგ პრეტენზიები კიდევ ერთხელ გამოთქვა. იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელში რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე სამსახურში აღდგენას … Continue reading

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩაზე, მარკეტთან “იაფი”, ნივა და მერსედესის მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე  ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევის გამო, შეფერხებულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. … Continue reading

მაიზერ ბაბლუანი : ,,სამართალდამცველებმა ნალბანდიანის ცემით გული იჯერეს“

დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულების – ნალბანდიანის, კარაპეტიანისა და იგიტიანის  სასამართლო პროცესი გაიმართა.  საქმეზე ორი მოწმე, ექსპერტ–კრიმინალისტი ირაკლი წვერავა და გამომძიებელი  ლევან ნებაძე დაიკითხნენ. გამომძიებელი იხსენებს, რომ არმენ … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე