“ბორჯომმა”, სხვა კომპანიებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის წინააღმდეგ, სასამართლოს მიმართა
“ბორჯომმა”, “კოკა-კოლამ”, “წყალი მარგებელმა” და “კასტელ ჯორჯიამ” ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელის ავტორები “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებსა და “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა … Continue reading
უკანონო თევზჭერა, ხე–ტყის მოპოვება და გადამუშავება – კანონდარღვევის ფაქტები ბორჯომში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს, ბორჯომში, ქვაბისხევის კაშხლიდან მდინარე მტკვარში ჩაშვებული ჰქონდა სახლართი ბადე. ამოღებული და დალუქულია სახლართი ბადე და მოპოვებული თევზი. ასევე, სამმართველოს … Continue reading
ბორჯომში მეთორმეტეკლასელმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო
ბორჯომში 10 იანვარს ღამით, მეთორმეტეკლასელმა ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა. მეგობრის მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. გარდაცვლილის მეგობრები თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. შსს–ს ინფორმაციით, … Continue reading
სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის მუნციპალიტეტის სოფელ კლდესთან მსხვერპლის გარეშე დასრულდა. სოფლის შესახვევთან მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ–ერთი მათგანი ამოტრიალდა. მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში … Continue reading
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ახალციხეში მოძრაობა შეფერხდა
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, მეხუთე საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში შეფერხდა. „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლი ირწმუნება, რომ ქვეითად მოსიარულემ წინ უცაბედად გადაურბინა. მისი … Continue reading
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. თაბუკაშვილის ქუჩაზე „მიცუბიშ აირტეკის“ მარკის ავტომობილი ელექტრო გაყვანილობის ბოძს შეეჯახა. ავტომანქანა დამტვრეულია, თუმცა დაშავებული არავინ არა არის. ავტომობილის მძღოლი ქალბატონია, მან „მეცხრე არხთან“ კომენტარი არ გააკეთა. … Continue reading
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ გამგებელს განაცდური სრულად აუნაზღაურდება
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ორ თანამშრომელს, 11 თვის განაცდური სრულად აუნაზღაურდებათ. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას 50 ათასი ათასი ლარის გადახდა მოუწევს, დღეს, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გამოიტანა. რატი … Continue reading
ბორჯომში შალვა აბულაძის ყოფილ კაფეს ცეცხლი გაუჩნდა
ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე კაფე „1+2“ ცეცხლი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. კაფეში დამწვარია 5 კვ.მ. ფართობი. კაფეს პოლიციელების მკვლელობისთვის ბრალდებული შალვა აბულაძე გასულ წელს ამუშავებდა. კაფე ამჯერად მისი მეგობრის საკუთრებაშია. შემთხვევის … Continue reading
ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორ თავად ახალციხის ციხის დირექტორი ამბობს, გუშინ 22 დეკემბერს იგი დაკითხვაზე დაიბარეს. ინციდენტთან დაკავშირებით, მას ჩვენება ჩამოართვეს. ამასთანავე, სხეულის დაზიანებების … Continue reading
გიორგი კოპაძე: “კი არ დამკითხეს, ჩემს კაბინეტში იყვნენ და გამომკითხეს”
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატის საჩივარის საფუძველზე, რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის მერიც დაკითხეს. თუმცა გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ეს პროცედურა დაკითხვა კი არა გამოკითხვა იყო და სამმართველოში დაბარების ნაცვლად, გამომძიებელი … Continue reading
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 84-ე კილომეტრის ხულოს მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. სოფელ დიაკონიძეების გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მძღოლების განცხადებით, გზის გაწმენდას ისინი უკვე რამდენიმე საათია ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური რომლებიც, მგზავრების შემოვლითი … Continue reading
შალვა ხაჭაპურიძე: “განაჩენი კი არა, ეს იყო ვენდეტა შალვა აბულაძის წინააღმდეგ”
ერთი პოლიციელის მკვლელობისათვის, 4–ის მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებისათვის სამუდამო პატიმრობა – ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებას შურისძიებად მიიჩნევს დაცვის მხარე. საქმის 8 თვიანი … Continue reading



You must be logged in to post a comment.