”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,თუ ბრალს არ ვაღიარებდი, ჰეროინის გაკეთებით მემუქრებოდნენ“ – ბრალდებული

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალქალაქში მომხდარ სარქის აკოფიანის მკვლელობის შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდებულები – ნალბანდიანი, იგიტიანი და კარაპეტიანი დაიკითხნენ და დაკავების დროს ცემის  ფაქტებზე ისაუბრეს. ბრალდებულების თქმით,  დაკავების ოქმებზე ხელი  მათ არ … Continue reading

აწყურთან, დიზელის გადამზიდი ავტომანქანის გადაბუნებას, მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხე–ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ისევ შეფერხებულია. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სოფელ აწყურში გზის გათავისუფლებას, დიზელის  გადამზიდი ავტომანქანისგან ცდილობენ. შემთხვევა 11 მარტს, 15:40 საათზე მოხდა. საწვავით დატვირთული ,,გალფის“ ავტომანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც  მძღოლი … Continue reading

ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელის განხილვა სასამართლოში გრძელდება

“არ შეიძლება ასეთი ბინძური  ხერხებით პოლიტიკაში წინსვლა” -ეს  განცხადება  გაერთიანებული  დემოკრტიული მოძრაობის რეგიონულმა კოორდინატორმა, სასამართლო  სხდომის  დასრულების შემდეგ გააკეთა. ჯიმშერ გოგოლაურის საჩივრის გამო, სამოქალაქო საქმის განხილვაზე დღეს, მოსამართლემ მტკიცებულებები გამოიკვლია. … Continue reading

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს. საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის მოქალაქეები ახალციხის, კარწახისა და ჭარალის ტერიტორიებზე აიყვანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს … Continue reading

ადიგენში მიმდინარე მოვლენებზე შსს განცხადებას ავრცელებს

ადიგენში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი … Continue reading

შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის … Continue reading

კარწახის საბაჟოზე იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა

მებაჟე ოფიცრებმა იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. საბაჟო გამშვები პუნქტის, „კარწახის“, ტერიტორიაზე თურქეთის  მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ს., რომელსაც ეჭვის საფუძველზე ხელბარგის  დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი – 1 ცალი … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის სოფლებში ენთელსა და არალში, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძარაზეც განთავსებული იყო სხვადასხვა ზომის … Continue reading

ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაზე, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის თევზი. შედგა შესაბამისი აქტები.

ახალციხის ციხის წინააღმდეგ, ყოფილმა თანამშრომელმა, სასამართლოში საქმე მოიგო

ახალციხის ციხის წინააღმდეგ, ყოფილმა თანამშრომელმა, სასამართლოში საქმე მოიგო. ჯუნა ნათენაძის სარჩელი, მოსამართლე გია ბერაიამ სრულად დააკმაყოფილა. პროცესი დღეს, 18 თებერვალს გაიმართა. მოსარჩელე მხარე, გათავისუფლების შესახებ, ახალციხის ციხის #216 ბრძანების ნაწილობრივ … Continue reading

შსს–მ ბაკურიანში ,,ბიო” ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული გიორგი … Continue reading

სააპელაციო სასამართლომ ადიგენის საკრებულოს სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ადიგენის საკრებულოს სარჩელი არ დააკმაყოფილა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მართლმსაჯულების ორგანომ ეს გადაწყვეტილება დღეს, 9 თებერვალს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე